ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში სტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან, და არც ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშუალებებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხ...
იხილეთ სრულად
ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში სტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან, და არც ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშუალებებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხსნას.
ღმერთი ნათელია და თავისი საღმრთო ნათელით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება საზომისაებრ მისი განწმედისა და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდებ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ნათელია და თავისი საღმრთო ნათელით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება საზომისაებრ მისი განწმედისა და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდება შემოქმედ ღმერთს.
ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებისა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა მარტო იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია. მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალდაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტ...
იხილეთ სრულად
ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებისა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა მარტო იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია. მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალდაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტებას და სიკეთისაკენ იქციონ პირი.
ღმერთი ის არის, ვინც არსებობს. ის არის იგი, ვინც თავადაა მყოფობა. ის არის სისრულე არსებობისა, სისრულე გაბრწყინებული, მოზეიმე ცხოვრებისა. იგი ყოვლადკმაყოფილია (ეს სიტყვა აქ თანამედროვე მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, არამედ იმ აზრით,...
იხილეთ სრულად
ღმერთი ის არის, ვინც არსებობს. ის არის იგი, ვინც თავადაა მყოფობა. ის არის სისრულე არსებობისა, სისრულე გაბრწყინებული, მოზეიმე ცხოვრებისა. იგი ყოვლადკმაყოფილია (ეს სიტყვა აქ თანამედროვე მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, არამედ იმ აზრით, რომ იგი რაიმე ნაკლებობას არ განიცდის). მას აქვს ყველაფერი მთელი სისრულით, მას არაფერი სჭირდება. მას არავის, არაფრის, არანაირი ქმნილების უკუგდება არ სურს, იმიტომ, რომ თვითონაა სიყვარული, ანუ დღესასწაული სიცოცხლისა, რომლი...
ღმერთი იმთავითვე შესაქმის დაწყებამდე, მარტივი და არაშედგენილი, შემდგომში შეეუღლა ადამიანურ ბუნებას, ხოლო მერმე ჯვარსაც იქნა მიმსჭვალული ღვთისმკვლელთა ხელით. ასეთია სწავლება ღმერთის შესახებ, რომელიც ჩვენ, ადამიანებს თანაგვეზიარა.
ღმერთი იმგვარად ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომ ითვალისწინებდა მსმენელთა უძლურებას და ესადაგებოდა მათ, ისევე, როგორც ნებისმიერი მამაც, არად აგდებს თავის ღირსებას, როცა ენის მოჩლექით ელაპრაკება ხოლმე თავის საყვარელ შვილებს.
ღმერთი თითქოსდა ცხოველსმყოფელი სვეტია, ჩვენ კი ტოტები, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. ნაყოფი ყვავილს არ ჰგავს, ყვავილი არ ჰგავს ტოტს, ერთი ტოტი მეორეს მსგავსი არ არის, მაგრამ მათ იმიტომ შეუძლიათ, იყვნენ განსხვავებულები და ინდივიდუალუ...
იხილეთ სრულად
ღმერთი თითქოსდა ცხოველსმყოფელი სვეტია, ჩვენ კი ტოტები, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. ნაყოფი ყვავილს არ ჰგავს, ყვავილი არ ჰგავს ტოტს, ერთი ტოტი მეორეს მსგავსი არ არის, მაგრამ მათ იმიტომ შეუძლიათ, იყვნენ განსხვავებულები და ინდივიდუალურები, რომ ერთადერთი მრავალმხრივი, რთული, მდიდარი სიცოცხლე მიედინება მათში, რომელიც ხეს აქცევს ერთდროულად მთლიანობად და უსასრულო მრავალფეროვან სიმრავლედ. დედამიწაზე არ არსებობს ორი ერთნაირი ფოთოლი იმიტომ, რომ იგივე ცხოველ...
ღმერთის ძე იმისთვის შეიქნა კაცის ძედაც, რომ ჩვენ, კაცნი, ღმერთის შვილებად ვექციეთ და ადამის მთელი მოდგმაც იმ მადლთან ეზიარებინა, რაც იმთავითვე ბუნებრივი იყო მისთვის - უფალი ღმერთისთვის. მან ხელმეორედ გვშვა ჩვენ სულიწმიდით და მეყვს...
იხილეთ სრულად
ღმერთის ძე იმისთვის შეიქნა კაცის ძედაც, რომ ჩვენ, კაცნი, ღმერთის შვილებად ვექციეთ და ადამის მთელი მოდგმაც იმ მადლთან ეზიარებინა, რაც იმთავითვე ბუნებრივი იყო მისთვის - უფალი ღმერთისთვის. მან ხელმეორედ გვშვა ჩვენ სულიწმიდით და მეყვსეულად წარგვიძღვა ცათა სასუფევლისაკენ, უფრო სწორად კი, წყალობით მოგვხედა და ცათა სასუფეველი თვით ჩვენშივე დაამკვიდრა (ლუკა 17, 21), რათა ჩვენ მისი მოპოვების ოდენ იმედით კი არ გვეარსება, არამედ უკვე დამკვიდრებული მასში, ას...
ღმერთის უზენაესი მსჯავრი განსხვავებულია ადამიანთა მსჯავრისაგან. ყოვლადმოწყალე და სიყვარულით ყოვლად აღსავსე უფალი რომ მრისხანების ვნებას ექვემდებარებოდეს, მაშინ მთელი კაცთა მოდგმა დიდი ხნის წინათ იქნებოდა ამომწყდარ-გადაშენებული.
ღმერთის სიტყვამ მოიღო ახლადშექმნილი მიწის ნაწილი, თავისი უკვდავი ხელით შექმნა ჩემი ხატი და წილად არგუნა მას თავისი სიცოცხლე, რამეთუ წარმოგზავნა მასში სული - უხილავი ღმრთაების მცირე ჭავლი.