წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა დ...
იხილეთ სრულად
წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და სასოებით ვცხოვრობთ, ჩვენც ვაღიარებთ ქრისტეს - წინაშე ყოველთა კაცთა, ხოლო თუ პირიქით ვიქცევით, მაშინ უფალს საქმით უარვყოფთ, რომელიც სიტყვით უარყოფაზე უარესია.
წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვა...
იხილეთ სრულად
წმინდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებდნენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვანი, თუმცა სიტყვით არ ქადაგებდნენ, მაგრამ მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა, რამდენადაც სახარების აღსრულებას წარმოადგენდა, ქადაგება იყო. ისინი ამქვეყნად ქრისტეს ცოცხალი ხატნი, ან სოფლის მნათობნი და მარილნი იყვნენ.
წმიდანები კეთილმსახური, ღმრთისმოყვარე და ღმრთივგანათლებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც სიტყვითა და საქმით, შრომითა და მოღვაწეობით ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებას, ქვეყანაზე ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ემსახურებოდნენ. ამ...
იხილეთ სრულად
წმიდანები კეთილმსახური, ღმრთისმოყვარე და ღმრთივგანათლებული ადამიანები იყვნენ, რომელნიც სიტყვითა და საქმით, შრომითა და მოღვაწეობით ქრისტიანობის გავრცელებასა და განმტკიცებას, ქვეყანაზე ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ემსახურებოდნენ. ამიტომაც ჩარიცხა ისინი ეკლესიამ წმინდანთა დასში.
წმიდანები ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც ჩვენ ვართ. ბევრ მათგანს უდიდესი ცოდვები ჰქონდა, მაგრამ მონანიებით მიაღწიეს სასუფეველს. ყველამ, ვინც მიაღწია მას, მიაღწია მონანიებით, რომელიც გვაჩუქა ჩვენ მოწყალე უფალმა თავისი ტანჯვით...
იხილეთ სრულად
წმიდანები ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორებიც ჩვენ ვართ. ბევრ მათგანს უდიდესი ცოდვები ჰქონდა, მაგრამ მონანიებით მიაღწიეს სასუფეველს. ყველამ, ვინც მიაღწია მას, მიაღწია მონანიებით, რომელიც გვაჩუქა ჩვენ მოწყალე უფალმა თავისი ტანჯვით. ცათა სასუფეველში, სადაც არის უფალი და მისი ყოვლადწმიდა დედა, ცხოვრობენ წმინდანები.
წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ...
იხილეთ სრულად
წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მოყვასთათვის სიყვარული და მშვიდობა მოჰქონდათ. მაგრამ როცა ლოცვით აღხილვისას ისინი საკუთარ სულს ჭვრეტდნენ, ძრწუნდებოდნენ, რამდენად მბრძანებლობდა ცოდვა ადამიანზე.
წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწი...
იხილეთ სრულად
წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწინებული სხივია.
წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
ფსალმუნი 36-38
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული: სიმდიდრე წაახდენს ჩვენს ზნეობას, სიღარიბე მოთმინებას გვაკარგვინებს, ბედნირებით აღვზვავდებით, უბედურება გვმუსრავს, საქმე მოუ...
იხილეთ სრულად
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული: სიმდიდრე წაახდენს ჩვენს ზნეობას, სიღარიბე მოთმინებას გვაკარგვინებს, ბედნირებით აღვზვავდებით, უბედურება გვმუსრავს, საქმე მოუცლელობაში გვაგდებს, უქმად ყოფნა გვანებივრებს, ცოდნა გვაამპარტავნებს, უმეცრება საცთურთან დაგვამეგობრებს, ჯანმრთელობა ვნებებს შეეწევა, უძლურება უგრძნობელობასა და დრტვინვაში გვაგდებს; ერთი სიტყვით, ყოველივე, რაც ჩვენშია, ან...
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ად...
იხილეთ სრულად
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ადამიანზე და ლოცვაში ღვრიდნენ ცრემლებს მათთვის. სულიწმიდამ ამოირჩია ისინი მთელი ქვეყნიერებისათვის მლოცველებად და აძლევდა ცრემლების წყაროს. სულიწმიდა თავის რჩეულებს აძლევს ისეთ დიდ სიყვარულს, რომ მათი სულები, როგორც ცეცხლით...
წმინდანებს ესმით ჩვენი ლოცვა, ეს ჩანს წმინდანებთან ლოცვითი მიმართვის განუწყვეტელი გამოცდილებიდან. სულიწმიდაში, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, წმინდანები ღებულობენ ამ საჩუქარს ნაწილობრივ, ხოლო აქედან გამგზავრებისას იგი იზრდება.