წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბასილი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს.
შური მტრობის ყველაზე გაურკვეველი ფორმაა. სხვა არაკეთილმოსურნეთ ცოტა მოკრძალებულს ხდის ქველმოქმედება, შურიანი კი უფრო ღიზიანდება მისთვის გაკეთებული სიკეთით. იგი უფრო მეტად შეურაცხყოფილია სათნოების ძალით და მადლიერებას არ გრძნობს მი... იხილეთ სრულად
შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან
აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული; რამეთუ დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ჩადიან - თავისავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გ... იხილეთ სრულად
საკუთარ თავში ორი აზრი დათრგუნე: ნუ მიიჩნევ საკუთარ თავს დიდად და ნუ იფიქრებ, რომ სხვა ადამიანი შენზე ბევრად ნაკლები ღირსებისაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მოყენებული შეურაცხყოფა არასოდეს გაგვაღიზიანებს.
გაღიზიანება სულის თრობაა: იგი ისევე აკარგვინებს მას გონებას, როგორც - ღვინო. წარმოიდგინე განრისხებული ადამიანი. იგი საკუთარი თავის პატრონი აღარაა: ვერ ცნობს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს, ყველას თავს ესხმის, ამბობს ყველაფერს, რაც გ... იხილეთ სრულად
ქრონიკული ავადმყოფობები მხოლოდ უდიდესი მცდელობით, მუდმივი ძალდატანებით იკურნება; იგივე უნდა ითქვას ცოდვილ ჩვევებზეც
ვერ ხედავ, რომ ისრები ჩვეულებრივ მსჭვალავენ მაგარ და მოუდრეკელ სხეულებს, ხოლო თუ სხეული რბილი და დამთმობია, თითქოს ძალას კარგავენ. ასეთივე თვისება აქვს საყვედურს (ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი წყენა, რომელსაც მოყვასი გვაყენებს). ვინც... იხილეთ სრულად
ფუტკრების მეფეს აქვს ნესტარი, მაგრამ მას შურისძიებისათვის არ იყენებს. თუ რომელიმე ფუტკარი მეფის მაგალითს არ მიბაძავს, ისინი მალე შეინანებენ თავიანთ უგუნურებას, რადგან ნესტრით განგმირულები კვდებიან. შეისმინონ ეს იმ ქრისტიანებმა, რო... იხილეთ სრულად