გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები
გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები გულის განწმენდა, გამონათქვამები, ციტატები
ყოველწამიერად უფალი თავისი სიყვარულით ეფერება ყველა ადამიანის გულს, მაგრამ ჩვენ ამას ვერა ვგრძნობთ, ვინაიდან ჩვენი გულები ნადებმა დაფარა. თუ გულს გაისუფთავებს, ადამიანი ლმობიერდება, ლბება, დნება, გონებას კარგავს, რადგან ღვთის სიკე... იხილეთ სრულად
ღმერთზე საუბარი დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმედა ღმერთისათვის
როგორც ქვაშებმული ჩიტი ვერ აფრინდება, ასევე უწესრიგობით გარშემოჯარული სულიც ვერ შესძლებს გონებით მისწვდეს სულიერ მწვერვალებს, რამეთუ გული ჭაობის ლპობადი წყალივით მუდამ ხავსითა და მყრალი ანაორთქლითაა დაფარული.
ჩვენ, დაცემული კაცობრიობის ძენი, უშჯულოებაში შობილნი და განხრწნილი ბუნებით მოვლენილნი ამქვეყნად, ხელახლა ვიშვებით წმიდა ცხოვრებისათვის ნათლობის წმიდა ემბაზში და მირონცხების საიდუმლოთი ვღებულობთ სულიწმიდის ძალას. ამიტომ თუკი არავის... იხილეთ სრულად
სიკეთეთა შორის უდიდესის - ნამდვილი სიწმინდის მისაღწევად საჭიროა გონების განწმენდა ცოდვის ოცნებებისა და აზრებისაგან. მხოლოდ ამგვარად შეძენილ სისპეტაკეს ექნება მყარი საძირკველი. თუ გვსურს, შევწყვიტოთ ურიგო საქმენი, მაგრამ შინა... იხილეთ სრულად
ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
21-24
გულის სიწმინდე წინამძღვარ გვექმნება ღმრთის სახილველად, მისი ყლორტები მაშინ აღმოცენდებიან და გაიშლებიან სულში, როდესაც განეშორები ყოველივე ცოდვიანს. თუ გსურს შენს სულში დაისადგურონ ახალი ქვეყნის საიდუმლოებებმა, უწინარესად განამშვენ... იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს ზეციური სიყვარული და ეს სიყვარული განხორციელდეს მხოლოდ მაღალ და ღვთიურ სურვილებში; მაშინ მოისმენ ღვთიურ საუბარს სიძისა, რომელსაც თაყვანს სცემ და რომელიც მოხარულია შენთან საუბრისა. როდესაც... იხილეთ სრულად
ცოდვა საფლავის კარამდე არავის ტოვებს. ამიტომ მანამდე სიფხიზლე და გულის განწმენდაა საჭირო
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდ... იხილეთ სრულად