მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები
მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები მარადისობა, გამონათქვამები, ციტატები
მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვინმე სააქაო ცხოვრებას დაკარგავს: ერთ დღეს მაინც მოვკვდებით. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ უკვდავი, უსასრულო ცხოვრება არ დავკარგოთ. რა საშინელი რამაა დაუსრულებელი ცხოვრება ჯოჯოხეთში! ღმერთო ჩემო, ყველა გვიხს... იხილეთ სრულად
მეუფე იესო ქრისტე, ვისაც სწამდა და ვინც შეუდგა მას, ასე ამხნევებდა: „რა სარგებელია კაცისთვის, თუ ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს შეიძენს და ამის გამო თავის უკვდავ სულს დააზარალებს?“ (მათ. 16, 26) ეს სოფელი და მისი სიამენი წარმავალია, ხოლ... იხილეთ სრულად
ღმერთს განცხრომა მარადიული ცხოვრებისთვის აქვს შემონახული, რადგან ჩვენი სული, როგორც ღმერთი, უკვდავია. შეუძლებელია ამქვეყნიური სიხარულის შედარება ღვთის წმინდა და უბიწო სიხარულთან.
დრო გადის, წლები მიქრიან და მარადისობას სულ უფრო ვუახლოვდებით. ვხედავთ ამას, მაგრამ გონებრივი უმოქმედობა გვბოჭავს, სანამ ჯოჯოხეთში არ აღმოვჩნდებით, პირველად კი მე!
ჩვენი მიწიერი ყოფა დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ამიტომაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, ამქვეყნადვე დავუახლოვდეთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას გავუღოთ გულის კარი, რათა დაივანოს მასში და იყოს ჩვენთან განუშორებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში... იხილეთ სრულად
უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.
ჩვეულებრივად, ახალ წელს ჩვენ უფრო მეტად მიწიერსა და დროებითზე ვფიქრობთ, ვიდრე მარადიულზე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გავიდა წელიწადი და ჩვენს მიწიერ აღსასრულს ერთი წლით მივუახლოვდით, მიწიერი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე, კიდევ ერ... იხილეთ სრულად