სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ
ზოგიერთი ლოცვას იწყებს, როგორც ცოდვილი და ამთავრებს მას როგორც - მართალი
ლოცვა სიკეთეში განამტკიცებს კეთილს, ბოროტს კი, ღვთის მადლით, კეთილად აქცევს.
ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს
რატომ ხუჭავენ თვალებს ლოცვის დროს? იმიტომ, რომ ყოვლადუზენაესი არსების უწმიდესი სახის წინაშე წარსდგებიან.
ისე ილოცე ღვთის წინაშე, თითქოს უფალს ხედავდე, რადგან იგი ნამდვილად გხედავს შენ.
ლოცვა მხოლოდ სათნოების საშუალება როდია, არამედ - თვითონაც სათნოებაა
როდესაც ლოცვის შემდგომ დრო გავა და დაინახავ, რომ შენში ანთებული ცეცხლი ნელ-ნელა ქრომას იწყებს, მეყსეულად ისწრაფე ლოცვისაკენ და გაყინული გული გაათბე.
ყოველთვის ის განწყობა იქონიე, რაც გულწრფელი ლოცვის დროს გქონდა
ლოცვის დროს ცრემლები სულის საუკეთესო განსაწმენდელია; მაგრამ ლოცვის შემდგომ გახსოვდეს რაზე ტიროდი