39. ვინც კაცთა ბუნების უძლურებას ჩასწვდა, მან ღვთის შეწევნის ძალა გამოცდილებით შეიცნო. ასეთმა ადამიანმა ამ ძალის შეწევნით რაც არ უნდა გააკეთოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, კაცთაგან არასდროს არავის დაამცირებს. რადგან იცის, თუ როგორ ...
იხილეთ სრულად
39. ვინც კაცთა ბუნების უძლურებას ჩასწვდა, მან ღვთის შეწევნის ძალა გამოცდილებით შეიცნო. ასეთმა ადამიანმა ამ ძალის შეწევნით რაც არ უნდა გააკეთოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, კაცთაგან არასდროს არავის დაამცირებს. რადგან იცის, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი მას და რამდენი ვნებისა და უბედურებისაგან იხსნა. ასე შეეწევა ის ყველას, ვინც ამას მოისურვებს, განსაკუთრებით კი მას, ვინც ღვთისათვის იღვწის; თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, ყველას ერთბაშად არ ათავისუფლებს ვნე...
link
47. ვინც ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა სიყვარულით შთაგონებული ღვთის შემეცნება, ის ბევრს ფიქრობს, თუ რას აკეთებს ღვთისნიერს. ხოლო ვინც ამას მიაღწია, გულში იმეორებს პატრიარქ აბრაამის სიტყვებს, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როცა ღვთის გამოცხადები...
იხილეთ სრულად
47. ვინც ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა სიყვარულით შთაგონებული ღვთის შემეცნება, ის ბევრს ფიქრობს, თუ რას აკეთებს ღვთისნიერს. ხოლო ვინც ამას მიაღწია, გულში იმეორებს პატრიარქ აბრაამის სიტყვებს, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როცა ღვთის გამოცხადების ღირსი გახდა: "აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა" (დაბ.18,27).
link
12. როცა სიყვარულის შედეგად გონება ღვთის შემეცნებით აღივსება, ყოფიერებაზე მაღლა დადგება და ღვთის უსასრულობას იგრძნობს, მაშინ ღვთაებრივი ესაიას მსგავსად, განცვიფრებულმა რომ აღიარა თავისი არარაობა, გულწრფელად წარმოთქვამს ამ წინასწარ...
იხილეთ სრულად
12. როცა სიყვარულის შედეგად გონება ღვთის შემეცნებით აღივსება, ყოფიერებაზე მაღლა დადგება და ღვთის უსასრულობას იგრძნობს, მაშინ ღვთაებრივი ესაიას მსგავსად, განცვიფრებულმა რომ აღიარა თავისი არარაობა, გულწრფელად წარმოთქვამს ამ წინასწარმეტყველის სიტყვებს: "ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, საბაოთი უფალი იხილეს" (ეს.6,5).
link
რა არის თავის თავში ჩაღრმავება?
რომელია უპირველესი მეცნიერება?
რას ნიშნავს: ჩაწვდე საკუთარ თავს?
რა არის კეთილგონივრული თავმდაბლობა?
სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ...
იხილეთ სრულად
სინანული არის შინაგანი რელიგიური განცდა. იგია აზროვნების ძირეული გარდაქმნა, სიკეთისაკენ ჩვენი ნებისყოფის მძაფრი შემობრუნება, განსხვავებული ქცევა, ფასეულობათა სრულიად ახალი აღქმა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შინაგანი სამყაროს ღრმა ჭვრეტით, ანუ თვითშემეცნებით მიიღწევა.
link
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შე...
იხილეთ სრულად
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ გსურს შეიტყო კეთილწარმატებაჲ შენი, გამოსცადე, რაოდენ ცოდვილად განიცდი თავსა შენსა; და ვითარ მეტად ნათელ არს მზერაჲ შენი, უფრორე კეთილად ხედავ დიდებასა ღვთისასა და ცოდვილობასა თავისა შენისასა".
link
შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ...
იხილეთ სრულად
შეცნობა საკუთარი თავისა ყველაზე ძნელი და ყველაზე სასარგებლო საქმეა; სცადე, შეადარე შენი თავი ბნელ ოთახს. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ იქ სისუფთავეა, მაგრამ საკმარისია, შემოიჭრას მზის სხივი, დაინახავთ რამდენი მტვერი ყოფილა ჰაერში. ადამიანიც ასეა. სანამ იგი შორსაა ღვთისაგან, საკუთარი თავი სუფთა და უნაკლო ჰგონია, მაგრამ, როცა თუნდაც მცირე მანძილით მიუახლოვდება უფალს, ღვთაბრივი მადლის ნათელი მიახვედრებს, რაოდენი სიმდაბლეა მის ფიქრებსა და გრძნობებში, ...
link