ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები
ათეიზმი, ურწმუნოება - ციტატები, გამონათქვამები ათეიზმი, ურწმუნოება, გამონათქვამები
ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელს, რომელიც მარადიულია, არარსებული ჰგონია.
უიმედობა მზითევია, რომელსაც ურწმუნოები იღებენ სიკვდილთან ქორწინებისას
იყვნენ და არიან გამოჩენილი ადამიანები, რომელთაც ღმერთი არ ჰყავდათ, მაგრამ ღმერთს ჰყავდა ისინი მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხოლო, თუკი სიკვდილის წინაც იტყვიან, რომ არ ჰყავთ ღმერთი, მაშინ უფალი მიატოვებს მათ და ამოშლის სიცოცხლის წი... იხილეთ სრულად
იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნადაც განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო, იყო განშორებული მასთან, ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ... იხილეთ სრულად
თუკი უღმერთოები მათზე ზემოქმდებენ, ვინც რწმენაში მერყეობს, მაშინ მორწმუნეთაც აქვთ ურწმუნოებზე ზეგავლენა. მაგალითის, რჩევის, ლოცვისა და სიყვარულის მეშვეობით მრავალი უღმერთო მოიქცა, ისე როგორც გრძნობადაკარგულნი ბრუნდებიან სიცოცხლისკ... იხილეთ სრულად
დაკვირვება ცხადყოფს, რომ რწმენა სულის უკვდავებისა და რწმენა ღვთისა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მი... იხილეთ სრულად
ბოროტი სული არცთუ იშვიათად (განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს) უნერგავს ცოდვილს ურწმუნოებას - თვით ბოროტი სულების არსებობის მიმართ, რათა უფრო ძლიერ დაუმორჩილოს იგი თავის დამღუპველ გავლენას.
თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები,... იხილეთ სრულად
უგუნურებაა დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ ს... იხილეთ სრულად
უმაღლესი, წმიდა ჭეშმარიტებების მიმართ გახრწნილ ადამიანებს იგივე ემართებათ, რაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვალის დაავადებით იტანჯებიან; ნათელს ისინი ვერ იტანენ, განსაკუთრებით - მზის სინათლეს. სიამოვნებით ამჯობინებენ ფუტურო ხის ბჟუტვა... იხილეთ სრულად