ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება
ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი... იხილეთ სრულად
არ შემიძლია ორიოდე სიტყვით კვლავ არ შევეხო ნარკომანიის პრობლემასაც. ისინი, რომლებიც ამ საწამლავს მიეჩვივნენ, ჩვენი ავადმყოფი შვილები არიან, რომელთაც ამ საშინელი სენისაგან თავის დაღწევაში უნდა დავეხმაროთ. ერთხელ კვლავ მივმართავ მათ... იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფ... იხილეთ სრულად
მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა
ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა – ამასთან ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური – მოყვასისადმი. თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.
აღდგომილი ქრისტეს ნათელი განაბრწყინვებს მის ეკლესიას და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარული სრულიად აღავსებს მას. ჩვენს შორის უხილავად იმყოფება აღდგომილი მაცხოვარი და ჩვენც, ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით იდუმალად ვერთიანდებით მას... იხილეთ სრულად
წმ. ბასილი დიდის აზრით, სულიერი წინსვლის დაწყება შეუძლებელია ლოცვისა და მარხვის გარეშე, რადგან მხოლოდ მათი საშუალებით აღიდგენს ადამიანი დაკარგულ ღვთაებრივ "სამეუფო ხატს" და გაიხსნის გზას უფალთან მიახლებისათვის.
თუ ადამიანი ღვთის და მისი სიმართლის გარეშე ცხოვრობს, მაშინ შრომა მისი ამაო არს, უკურთხებელია იგი უფლისაგან.
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ... იხილეთ სრულად