ილია II - ქრისტიანული ცხოვრება
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: ქრისტიანული ცხოვრება,  სიხარული,  მადლი

როგორც ყველა მცენარეს აქვს მიწის ზედა და მიწაში დაფარული ცხოვრება, ადამიანთა ყოფასაც გააჩნია გარეგნული და შინაგანი მხარე. გარეგნულად ქრისტეს მიმდევრობა ეკლიანი გზით სიარულს ნიშნავს, რომლის ბოლო გოლგოთით მთავრდება. სინადვილეში კი ქრისტიანობა ქრისტესმიერი სულიერი სიხარულია, ნაკადულია ცხოველსმყოფელი წყლისა, მოპოვებაა ღვთის მადლისა, რომელიც უძლურთა კურნავს და ნაკლულევანთა აღავსებს. ესაა ცხოვრება სხვისთვის, ანუ აღდგომა და ამაღლება სულისა.
თემატური კითხვები