მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ერთი ძმის მიერ მეორის გამართლება თავმდაბლობისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, ვინც ასე იქცევა, ღვთის წინაშე დიდ მადლს პოვებს.
ჩვენ ყველას ღვთის მოწყალება განგვამტკიცებს. თუ ამპარტავნება მოგვეძალება, უფალი თავის მადლს განგვაშორებს და სხვებზე უარესები გავხდებით.
მხნედ იბრძოლე და შენში არსებული ვნებების ძლიერება ნუ შეგაშინებს, რადგან მადლი ვნებების ძალაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავის იძულებაზე. სწორედ ამის მიხედვით გამოგვიხსნის უფალი გასაჭირიდან.
თუ ადამიანმა განსაცდელის დროს „ჩამჩით არ იგემა“ ჯოჯოხეთი, შეუძლებელია ღვთის მადლი იხილოს.