სიტყვა, ენა - ციტატები, გამონათქვამები
სიტყვა, ენა - ციტატები, გამონათქვამები სიტყვა, ენა, გამონათქვამები, ციტატები
ცხოვრება უსიტყვოდაც მოძღვრავს, სიტყვა კი - ცხოვრების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძლიერად და ბრწყინვალედაა გადმოცემული, მსმენელს მხოლოდ ამძიმებს.
შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ უფრთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისაგან.
თ. 13-14
უჭკუო ადამიანის სიტყვა ზღვის ხმაურიანი ტყლაშუნია, რომელიც ნაპირზე ეხეთქება, მაგრამ სანაპიროს მცენარეებს ვერ ვნებს.
ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამაოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას.
თ. 4-6
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა. უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ. სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას. ... იხილეთ სრულად
სიტყვა, რომელსაც ინტელექტის საშუალებით წარმოსთქვამენ, სულს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ იგი ხორცია. სულის შეცვლა სულიწმიდისაგან შობილ ღვთის სიტყვას ძალუძს, რომელიც ღვთიურ ენერგიას ფლობს. სულიწმიდა ტექნიკის საშუალებით არ გარდამოდის. ამი... იხილეთ სრულად
რადგან სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა ენის მეტყველებით.
წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.
თ. 4-6
ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები. როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი. თუ ღმერთს... იხილეთ სრულად
მსჯელობა ყველაზე უკეთესია, მოსმენა ყველაზე საჭირო, მდუმარება ყველაზე უკეთესი, მრავალმეტყველება ყველაზე ცუდი.
მოიქეცი ისე, რომ საქმემ სიტყვის მაგივრობა აღასრულოს და ილაპარაკე ისე, რომ სიტყვა საქმის ნაცვლად იყოს.