თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი აძლევს გემოს საკვებს, ასევე თავმდაბლობა ანიჭებს სათნოებებს სრულყოფილებას. მარილის გარეშე საკვები ადვილად ფუჭდება, ასევე თავმდაბლობის გარეშე სათნოება ადვილად დნება ამპარტავნებით, პატივმ...
იხილეთ სრულად
თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი აძლევს გემოს საკვებს, ასევე თავმდაბლობა ანიჭებს სათნოებებს სრულყოფილებას. მარილის გარეშე საკვები ადვილად ფუჭდება, ასევე თავმდაბლობის გარეშე სათნოება ადვილად დნება ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, მოუთმენლობით და კვდება.
თუ სათნოებათა შორის უმაღლესი, სიყვარული მოციქულის სიტყვით, "სულ-გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნების, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, ა...
იხილეთ სრულად
თუ სათნოებათა შორის უმაღლესი, სიყვარული მოციქულის სიტყვით, "სულ-გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნების, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ" (1 კორ. 13, 4-8); ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას განამტკიცებს და თან ახლავს თავმდაბლობა.
რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევე უნდა მოიქცე შენც ქრისტიანო! თუ ვინმეს აღემატები გონებრივი, ან ზნეობრივი, ბუნებრივი თუ მადლისმიერი, ...
იხილეთ სრულად
რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევე უნდა მოიქცე შენც ქრისტიანო! თუ ვინმეს აღემატები გონებრივი, ან ზნეობრივი, ბუნებრივი თუ მადლისმიერი, გარეგნული თუ შინაგანი უპირატესობებით, მითუმეტეს, ყველგან და ყოველთვის თავი დაიმდაბლე. თავმდაბლობის ღრმა ფესვების გარეშე ვერასოდეს იქნები დაცული დაცემისაგან
თუ ჩვენ, მოციქულის მსგავსად, აღტაცებულნი ვიქნებით "მესამე ცამდე" (2 კორ. 12, 2), კიდევ უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს ამბოხებულ ანგელოზთან ერთად ღრმა უფსკრულში ჩავარდნისა.