ნუ იტყვი: „მტერს საზღაურს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გვყავს მართლმსაჯული.
არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენ სხეულში, შენ სულში, შენს სამშვინველში.
მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული. მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი...
იხილეთ სრულად
მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული. მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. მაინც რა არღვევს გულის სიმშვიდეს? - ვნებები! და პირველ რიგში მრისხანება და მძვინვარება. მათ შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც სიმშვიდისა და სიმდაბლის არქონას ვინანიებდით.
მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთ...
იხილეთ სრულად
მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისათვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთისმსახურება სუფევს, რომელშიც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედაა დამყარებული და ერის ზნეობას აშენებს.
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა - ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა-საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე. რატომ ლოცვები? ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მართლმადიდებელ ერთა სულების მცველს, მთელი გულით სურს მშვიდობა მსოფლიოში, მშვიდობა და არა - ომი. ამიტომ აღევლინება ჩვენს ტაძრებში დილა-საღამოს ლოცვები მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე. რატომ ლოცვები? იმიტომ, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს, მშვიდობა დედამიწაზე - საჩუქარია უფლისა, ისევე, როგორც „კეთილსურნელება ჰაერთა“, ნაყოფთა სიუხვე, წვიმაც, ჯანმრთელობაც და თვით სიცოცხლეც. ამიტომაც ვევედრებით ყველა კეთილი საჩუქრის...
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ...
იხილეთ სრულად
თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობისმყოფელს "ძე ღმრთისა" ეწოდება, მაშინ შფოთისმყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთს და შურს ხედავს (I, 52...
თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია და არა ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დი...
იხილეთ სრულად
თვითონ გესმით, რომ მშვიდობა სათნოების შედეგია და არა ადამიანთა გამჭრიახობის. თქვენ იცით, ანგელოზნი უფლისა ბეთლემის გამოქვაბულის თავზე თუ როგორ გალობდნენ და განადიდებდნენ უპირველესად უფალს, ხოლო შემდგომ - მშვიდობას დედამიწაზე: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი და კაცთა შორის სათნოებაი“.
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვი...
იხილეთ სრულად
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვილოცებთ მოდუნებულად _ ყველაფერ ამისთვის იკარგება მშვიდობა. მაგრამ თუ მივეჩვევით გულითად ლოცვას მტრებისათვის და მათ შევიყვარებთ, მშვიდობა მუდამ იქნება ჩვენს სულებში.
ხოლო არიან, რომელნი უდებ–ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი, რომელიც თავის ...
იხილეთ სრულად
ხოლო არიან, რომელნი უდებ–ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი, რომელიც თავის შინაგან ცხოვრების გასწორებას არ ეცდება და არ დაამყარებს თვის შორის სრულ მშვიდობას, იგი საერთოდ კაცთა შორის მშვიდობას, იგი საერთოდ კაცთა შორის მშვიდობიანობას ვერ დააფუძნებს, არამედ პირიქით, ხშირად დაარღვევს მას.
აი, რას მ...
611. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არ ამოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“. (მათ. 10, 34)