ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ
თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ, როგორც უღირსი, ისინი ღვთისთვის სათნო იქნება; ხოლო თუ გაიხსენებ სხვას - მიძინებულსა და ჯერ კიდევ დაუბადებელს და გულს გაიამპარტავნებ, ამაო იქნება შენი შრომა.
ჭეშმარიტი სიბრძნე, მხოლოდ ჭეშმარიტების შიშველ, გონებრივ ცოდნაში როდია, არამედ - მის შესაბამის გარეგნულ მოღვაწეობაშიც.
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სუ... იხილეთ სრულად
დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმედს და "უფროის თოვლის... იხილეთ სრულად
ხელით შექმნილი ტაძარი ვერ განაბრწყინვებს და აცხოვნებს იმას, ვინც, თავის მხრივ, არ მოღვაწეობს, რათა ცოცხალი ღმერთის ეკლესიას შეუერთდეს.
როგორც არ უნდა მიჩქმალო ფერფლის ქვეშ ნაპერწკალი, სწრაფად აენთება და ადვილად აალდება, როგორც კი გაუფრთხილებლობით დაირღვევა საფარი, რომელიც ქარისაგან იცავდა. ასევე ცდება სულიერ ცხოვრებაშიც. ცოდვილი ვნებები, რომლებიც ღვთივსათნო ადამი... იხილეთ სრულად
დიდი შრომა არ არის საჭირო საძირკვლის ჩასადებად, ძნელი შენობის დასრულებაა. და რაც უფრო მაღლა აღიმართება შენობა, მით მეტ სიძნელეებს გამოუჩენს იგი მშენებელს საქმის დასრულებამდე.