სინანული ღმერთმა დააწესა. იხილა ღმერთმა, რომ კაცთა მოდგმას მტერი აშფოთებს, და მის დასამხობად სინანული დააწესა. მტერი გვარწმუნებს, შევცოდოთ, სინანული კი გამზადებულია ცოდვილის შესაწყნარებლად. მტერი უშჯულოების ჩადენისკენ გვიბი...
იხილეთ სრულად
სინანული ღმერთმა დააწესა. იხილა ღმერთმა, რომ კაცთა მოდგმას მტერი აშფოთებს, და მის დასამხობად სინანული დააწესა. მტერი გვარწმუნებს, შევცოდოთ, სინანული კი გამზადებულია ცოდვილის შესაწყნარებლად. მტერი უშჯულოების ჩადენისკენ გვიბიძგებს, ხოლო სინანული გვირჩევს, უშჯულოება მოვიძულოთ და ღვთისადმი მოვექცეთ. პირველი სასოწარკვეთას გვინერგავს, ხოლო მეორე ცხონების სასოებას აღგვითქვამს. ცოდვა სინდისს აღშობს და აძინებს, სინანული კი მისი განწმენდისა და დამშვიდების ...
სინანული სულიერი სარგებელია. ვფიქრობ, რომ სინანული სულიერი მონაგებია, რადგან იმკის იმას, რაც არ დაუთესავს. სხეული ხრწნას თესავს და სინანული მასაც იმკის და ადამიანს სიწმინდეს ანიჭებს. ბიწიერება ვნებებს თესავს, სინანული კი აღ...
იხილეთ სრულად
სინანული სულიერი სარგებელია. ვფიქრობ, რომ სინანული სულიერი მონაგებია, რადგან იმკის იმას, რაც არ დაუთესავს. სხეული ხრწნას თესავს და სინანული მასაც იმკის და ადამიანს სიწმინდეს ანიჭებს. ბიწიერება ვნებებს თესავს, სინანული კი აღმოფხვრის მათ და სათნოებას თესავს. ის იღებს იმას, რაც არ გაუცია; სინანული კეთილმსახური შემკრებია, სარგებლისა, მომკითხველი იმისა, რაც არ გაუცია. ის ცოდვილებს მიმართავს: "მომეცით თქვენი ცოდვების ტვირთი - ჩემი ზღვევინების სარგებელი...
სინანული დოვლათიანი ნაყოფია, საყვარლებო, და ამასთანავე, სავსე მჭელეულებად აღუვლენს ღმერთს თავისსავე მონაგარს - ქველმოქმედებას. სინანული ნაყოფიერი მინდორია, მუდამდღე რომ მუშავდება. იგია ხე ცხოვრებისა, რადგან ცოდვით მკვდარ ადამიანებ...
იხილეთ სრულად
სინანული დოვლათიანი ნაყოფია, საყვარლებო, და ამასთანავე, სავსე მჭელეულებად აღუვლენს ღმერთს თავისსავე მონაგარს - ქველმოქმედებას. სინანული ნაყოფიერი მინდორია, მუდამდღე რომ მუშავდება. იგია ხე ცხოვრებისა, რადგან ცოდვით მკვდარ ადამიანებს აღადგენს. მასზეა დამყნობილი ყოველგვარი ზეციური განწესება, ვინაიდან სინანული ღმრთეების თანაზიარია. ღმერთი განცხრება მისით, როგორც თავისი შემოქმედების ძალით, რადგან იმ ადამიანებს, ვის წარწყმედასაც ცოდვა ცდილობს, ის საღმრ...
სიტყვის თქმა კი არ არის უმთავრესი, არამედ - მისი აღსრულება. მოციქული ამბობს, რომ "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2,20). ამიერიდან ლაპარაკისგან თავი შეიკავე და სინამდვილეში შეინანე, რადგან დღევანდელი დღე შენს ხელშია...
იხილეთ სრულად
სიტყვის თქმა კი არ არის უმთავრესი, არამედ - მისი აღსრულება. მოციქული ამბობს, რომ "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2,20). ამიერიდან ლაპარაკისგან თავი შეიკავე და სინამდვილეში შეინანე, რადგან დღევანდელი დღე შენს ხელშია, ხვალინდელი კი - არავინ უწყის, ვისი იქნება, და ვაითუ შენი დამფლველების ფეხები შენს კარს მოადგნენ. ნუ დაფლავ დღევანდელ დღეს, სანამ შენს ცოდვებს არ დაფლავ
წლები ისწრაფიან, რათა წუთისოფლიდან გაგაძევონ; არაფერი აყოვნებს და აშორებს შენს განსვლას საწუთროდან, შენი სინანულის დღის გარდა, რადგან მან არ ინება მოსვლა. არამედ განდგომილია იგი, განშორებულია შენგან და საერთოდაც, მგონი, წუთისოფლის...
იხილეთ სრულად
წლები ისწრაფიან, რათა წუთისოფლიდან გაგაძევონ; არაფერი აყოვნებს და აშორებს შენს განსვლას საწუთროდან, შენი სინანულის დღის გარდა, რადგან მან არ ინება მოსვლა. არამედ განდგომილია იგი, განშორებულია შენგან და საერთოდაც, მგონი, წუთისოფლის მიღმაა. დღეები გარდასულან, შენი დღე კი არსად ჩანს. იქნებ ფიცხელია იგი და ჟამთა უღლის ქვეშ ქედის მოდრეკა არ ნებავს, რომ თვეების დღეთა საფლავში შეირაცხოს. და შენ ამაოდ იქადი
თავის თავის გლოვა და მწუხარება გვმართებს მუდამ ჟამს, რადგან ჩვენი ცხოვრების შენაერთი დღითიდღე იშლება. დღეები გამალებით რბიან, რათა წუთისოფლიდან გაგვიყვანონ; ჩვენ კი სიკეთის აღსრულებას არ ვეშურებით, ვიდრე წუთისოფელში ვართ. ეს დიდად...
იხილეთ სრულად
თავის თავის გლოვა და მწუხარება გვმართებს მუდამ ჟამს, რადგან ჩვენი ცხოვრების შენაერთი დღითიდღე იშლება. დღეები გამალებით რბიან, რათა წუთისოფლიდან გაგვიყვანონ; ჩვენ კი სიკეთის აღსრულებას არ ვეშურებით, ვიდრე წუთისოფელში ვართ. ეს დიდად სამწუხაროა, რადგან ჩვენი სიცოცხლის დღეებს აკლდება და ცოდვებს ემატება; ჩვენი ცხოვრება მიედინება და ჩვენი ცოდვა-დანაშაული მრავლდება. ცხოვრება უსახურავო სახლს ჰგავს, მყისვე რომ ირღვევა
მაშასადამე, ამიერიდან აღარ უნდა გვიყვარდეს განქარვებადი, არამედ განვიშოროთ იგი, როგორც ურგები და გამოუსადეგარი რამ. მოდით, ამიერიდან სინანულს შევუდგეთ. როდის დადგება ეს დრო? ვშიშობ, ვაითუ არც დადგეს. მთელი ჩვენი ცხოვრების დრო ამაო...
იხილეთ სრულად
მაშასადამე, ამიერიდან აღარ უნდა გვიყვარდეს განქარვებადი, არამედ განვიშოროთ იგი, როგორც ურგები და გამოუსადეგარი რამ. მოდით, ამიერიდან სინანულს შევუდგეთ. როდის დადგება ეს დრო? ვშიშობ, ვაითუ არც დადგეს. მთელი ჩვენი ცხოვრების დრო ამაოების მსახურებაში მოვკალით და ვაითუ მცირეღა დარჩენილა ჩვენი დღეების სათვალავი. ეკრძალე, რათა ბოროტად არ გაასრულო დარჩენილი ჟამიც - ისევე, როგორც წარსული დრო - და ღმერთს ემსახურე გულმოდგინედ, რომელიც კურთხეულია აწ და მარად...
სიჭაბუკეში აპირებდი მონანიებას; წავიდა სიჭაბუკე და მოვიდა სიბერე, შენ მაინც არ შეინანე. ვნებების დაკმაყოფილებასა და ბოროტმოქმედებაში გალიე შენი ცხოვრების დღეები და სინანულში არ მოხვედი. ახალგაზრდობისას მედიდური, ამპარტავანი და უმო...
იხილეთ სრულად
სიჭაბუკეში აპირებდი მონანიებას; წავიდა სიჭაბუკე და მოვიდა სიბერე, შენ მაინც არ შეინანე. ვნებების დაკმაყოფილებასა და ბოროტმოქმედებაში გალიე შენი ცხოვრების დღეები და სინანულში არ მოხვედი. ახალგაზრდობისას მედიდური, ამპარტავანი და უმოწყალო იყავი. აი, მოიწია სიბერე და ახლაც არ გნებავს მონანიება, არამედ ყოველდღე აყოვნებ სინანულს და მე ვფიქრობ, საერთოდ ლტოლვილია იგი შენგან. როცა ჭაბუკი იყავი, ამბობდი: ახლა ჩემი გულის ნებას ავისრულებ და მერე ლმობიერად შე...
საწუთრო, ყვავილია, მწუხრის ჟამს რომ ჭკნება, და ნუ გაცდუნებს; სიზმარია დავიწყებადი და ნუ გწამს მისი; აჩრდილია განქარვებადი და ნუ შეხედავ მაქ; ლერწამია დაჩეჩქვილი და ნუ მიეყრდნობი მას, ხელი რომ არ გაგიხვრიტოს. სიცრუის ვრცელი ზღვაა წ...
იხილეთ სრულად
საწუთრო, ყვავილია, მწუხრის ჟამს რომ ჭკნება, და ნუ გაცდუნებს; სიზმარია დავიწყებადი და ნუ გწამს მისი; აჩრდილია განქარვებადი და ნუ შეხედავ მაქ; ლერწამია დაჩეჩქვილი და ნუ მიეყრდნობი მას, ხელი რომ არ გაგიხვრიტოს. სიცრუის ვრცელი ზღვაა წუთისოფელი; ნუ შეხვალ მასში, რათა მისმა ღელვამ არ დაგნთქას; და მსწრაფლწარმავალია, როგორც წერია. სიმდიდრე განქარდება, ხელმწიფობა დაიხსნება და დიდება დაეცემა. წუთისოფლის სიამენი საუკუნო სიკეთით შეიცვლება; ბოროტება არ დაისად...
მურში ნუ გაატარებ ამ ღამეს, ვიდრე შენს ცოდვა-ბრალს არ შემურავ. ნუ დახუჭავ თვალებს დასაძინებლად, ვიდრე გონებას ღვთის მიმართ არ აამაღლებ ლოცვისვის. იხილე, რა სწრაფად გადის დღე. ისწრაფე, რომ მასთან ერთად გაატანო წარსულს შენი უკეთურებ...
იხილეთ სრულად
მურში ნუ გაატარებ ამ ღამეს, ვიდრე შენს ცოდვა-ბრალს არ შემურავ. ნუ დახუჭავ თვალებს დასაძინებლად, ვიდრე გონებას ღვთის მიმართ არ აამაღლებ ლოცვისვის. იხილე, რა სწრაფად გადის დღე. ისწრაფე, რომ მასთან ერთად გაატანო წარსულს შენი უკეთურებაც. ღამით განეშორე ცოდვას და განთიადისას ყველას უჩვენე შენი ქველმოქმედება, და არა ქველმოქმედებისთვის მზადება. სანამ მომზადებას შეუდგებოდე, მანამდე იწყე სიკეთის ყოფა. შენი სიტყვა დაე, ჭეშმარიტი იყოს და შენს ცხად ქმედებებშ...