წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ტიხონ ზადონელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ტიხონ ზადონელი | გამონათქვამები, ციტატები
ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი მოპასუხისათვის დაიტოვე.
უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით.
ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შეურაცხვყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ
შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკი... იხილეთ სრულად
ცოდვისმოყვარე კაცისთვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება, კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე გული საძაგელი ბომონის მსგავსია, რომელშიც ამ კერპებს მსხვერპლს სწირავენ, რადგან ცოდვა გულში ცხოვრობს. ხბოების, ცხვრებისა და სხვა ცხოველების ნ... იხილეთ სრულად
ცოდვაში დაყოვნებით, ანუ ცოდვის მრავალჯერ გამეორებით, ამ ცოდვის მიმართ მიდრეკილება ანუ ჩვეულება წარმოიშვება. ასე ჩნდება ვნებიანი მიდრეკილება ლოთობისადმი, ქურდობისადმი, ანგარებისადმი, სიძვისადმი, ცილისწამებისადმი, განკითხვისა და სხვ... იხილეთ სრულად
უმჯობესია ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის ხელიდან დათმენა, და მარადიულ მომავალ ცხოვრებაში ნუგეშის მიღება, ვიდრე აქ დაუსჯელი ყოფნა და სიკვდილის შემდეგ ღვთის მარადიული რისხვის დათმენა, რომელსაც ვერაფრით აიცილებენ თავიდან ამქვეყნად დაუ... იხილეთ სრულად
თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ მძიმეა მარადიული დიდების მოკლება და გეენიის ცეცხლში ჩავარდნა, რასაც დემონებიც უფრთხიან: ნებისმიერი სატანჯველის დათმენას ამოირჩევ და ღმერთს მადლობას შესწირავ მ... იხილეთ სრულად