
ავტორი:
წმ. ტიხონ ზადონელი
ცოდვისმოყვარე კაცისთვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება, კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე გული
ცოდვისმოყვარე კაცისთვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება, კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე გული საძაგელი ბომონის მსგავსია, რომელშიც ამ კერპებს მსხვერპლს სწირავენ, რადგან ცოდვა გულში ცხოვრობს. ხბოების, ცხვრებისა და სხვა ცხოველების ნაცვლად საკუთარ ნებასა და მორჩილებას სწირავენ მსხვერპლად. ამგვარად, რამდენჯერაც დათანხმდება ცოდვილი ცოდვაზე, რომელიც მის ვნებად ქცეულა, იმდენჯერ უარყოფს გულით ქრისტეს; და რამდენჯერაც ცოდვას საქმით აღასრულებს, იმდენჯერ მსხვერპლს სწირავს ამ კერპს.
|