ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის განგება, გამონათქვამები, ციტატები
დიდი განსაცდელები ოკეანედ არასოდეს მოგვეჩვენება, როცა ვიფიქრებთ, რომ ყველაფერს უფლის წმინდა მარჯვენა განაგებს და გვაძლევს, ღმერთს კი ადამიანებზე მეტად ვუყვარვართ.
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურები... იხილეთ სრულად
843. როდესაც მამები რაღაცას მეუბნებიან და მეჩვენება, რომ არასამართლიანია, ამასთან ურწმუნოებასთან ბრძოლა მეწყება და ყოველთვის ვეწინააღმდეგები ამ აზრს, ვეუბნები რა საკუთარ თავს: ეს უნდა იყოს ისე, როგორც მამები ამბობენ. ეს რწმენის საქმეა თუ ურწმუნოების? იხილეთ სრულად
605. საცხოვრებლის ზოგიერთმა ბერმა იმავე ბერს ჰკითხა: მეუფეო, გთხოვთ გვიპასუხო, თქვენ გვითხარით, რომ თქვენს შემდეგ უფალ ღმერთს ნეტარი აბბას (სერიდის) დატოვებაზე ევედრებოდით, მაგრამ ღმერთმა, რომელიც ყოველთვის ასრულებს მის მოშიშთა ნებას, პირიქით თქვენზე ადრე აბბა წაიყვანა. რატომ მოხდა ეს? ასევე აგვიხსენი, რატომ უმალავს ღმერთი წმინდანებს ზოგჯერ თავის საქმეებს? როგორც ეს წინასწარმეტყველ ელისეს დროს მოხდა. და აბბას, აღსასრულის წინ, სხეულზე გაღვივებული ნაკვერჩხლების მსგავსი, ცეცხლოვანი წყლულები რატომ გაუჩნდა? იხილეთ სრულად
უბედურებებსა და განსაცდელებში, მწუხარებებსა და ავადმყოფობებში უნუგეშოდ ნუ იქნებით და მეტისმეტ დარდს ნუ მიეცემით. ამ შემთხვევაში ნურავის დაადანაშაულებთ და ნუ გაკადნიერდებით - განგებაზე დრტვინვით. მან იცის, რას აკეთებს, როცა ეკლიანი... იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი - ყოვლისმცოდნეა: ამიტომ მას ესმის ყოველი ჩვენი ამოოხვრა, ხედავს ყოველ ჩვენს ცრემლს; ღმერთი ჩვენი - ყოვლისშემძლეა: ამიტომ, მას შეუძლია, დაგვიხსნას ყოველგვარი მტრისგან, თვით სიკვდილის ბრჭყალებისგანაც კი; ღმერთი ჩვენი - ყ... იხილეთ სრულად
განა ვურისხდებით და ვსაყვედურობთ ექიმს, როცა მძიმე სნეულების ჟამს დროულად გვაძლევს მწარე წამალს? არანაირად. პირიქით, ვმადლობთ მას. ასევე არ უნდა ვდრტვინავდეთ ღვთის წმიდა განგებულებაზე, რომ ცხოვრებაში სამწუხარო გარემოებებს მოგვივლე... იხილეთ სრულად