შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვი...
იხილეთ სრულად
შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლა...
link
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდა...
იხილეთ სრულად
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან "ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაჲ სიკუდილი არს კერპთმსახურებისაჲ, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაჲ"... და ა.შ.
link
13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრ...
იხილეთ სრულად
13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრალოებაც და სხვა მიწიერი საგნები; გულღვარძლიანობისას შეურაცხმყოფელთათვის ილოცე და განთავისუფლდები.
link
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხო...
იხილეთ სრულად
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხორცულ სიამეთა წადილს, შემდეგ კი მეხსიერების მეშვეობით შეაღწევს მდუმარეში, და რამდენადაც სხეულს აღანთებს, იმდენად გონებას სხვადასხვა სახის ბილწ სურათს წარმოუსახავს და ამგვარად აღძრავს ცოდვის წადილს. თუკი არ გსურს, ყოველივე...
link
18. როცა დემონები შენს გონებას უბოწოებას მოსწყვეტენ და სიძვის გულისთქმებით შეიპყრობენ, მაშინ ცრებლებით შეჰღაღადე მეუფეს: "განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე მოუცავ მე" (ას.16, 11; 3...
იხილეთ სრულად
18. როცა დემონები შენს გონებას უბოწოებას მოსწყვეტენ და სიძვის გულისთქმებით შეიპყრობენ, მაშინ ცრებლებით შეჰღაღადე მეუფეს: "განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე მოუცავ მე" (ას.16, 11; 31, 7). და განთავისუფლდები.
link
83. "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" და სხვა (კოლ. 3,5). მიწიერი უწოდა ამ მოციქულმა ხორციელ სიბრძნეს: სიძვა - საქმით აღსრულებულ ცოდვას, უწმინდურება - სიძვის მოსურვებას, ვნე...
იხილეთ სრულად
83. "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" და სხვა (კოლ. 3,5). მიწიერი უწოდა ამ მოციქულმა ხორციელ სიბრძნეს: სიძვა - საქმით აღსრულებულ ცოდვას, უწმინდურება - სიძვის მოსურვებას, ვნება - ვნებიან აზრებს, ბოროტი გულისთქმა - ავხორცული ფიქრების ჩვეულებრივ მიღებას; ანგარება - ვნების აღმძვრელ და გამაძლიერებელ ნივთებს. ღვთაებრივი მოციქული მოგვიწოდებს, მოვაკვდინოთ ყოველივე ეს, როგორც ხორციელი სიბრძნის ნაწილ...
link
დაისჯება თუ არა ადამიანი, თუ მან ვინმეს ცუდი უსურვა?