განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
გისურვებ გრანიტის კლდის სიმტკიცეს, რომელზეც განსაცდელების ყველა ტალღა შეიმუსრება, შენ კი ღვთის რწმენაში უდრეკი დარჩები.
რაც შეეხება განსაცდელებს, ისინი გარდაუვალია, უნდა გვესმოდეს, რომ არასოდეს შეწყდება და მუდამ მზად უნდა ვიყოთ მოთმინებისთვის.
ეს განსაცდელი შენს დასამდაბლებლად შეგემთხვა. განსაცდელები სიფხიზლისთვის გვეძლევა, გამოცდილება და ღვთისმიერი სიბრძნე რომ შევიძინოთ. ღმერთი განგვსწავლის, რათა მისი სიწმინდის ზიარების ღირსნი გავხდეთ.
შენი გონების დაბნელებას, შვილო, ორი მიზეზი აქვს: ადამიანური ბუნება და განსაცდელი. ღვთის მადლით ორივე იკურნება. ამიტომ ევედრე ღმერთს, სიფხიზლე, სიკეთის ხსოვნა და ბოროტების დავიწყება მოგმადლოს და როცა დაბეჯითებით ითხოვ, ღვთის მადლი ... იხილეთ სრულად
არ ვამბობ, რომ განსაცდელები არ დაგვამწუხრებს. ტკივილს განიცდის ის, ვინც ოპერაციას იკეთებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოჯანმრთელდება და ამიტომ ითმენს. ასევე ჩვენც ვწუხვართ, დროდადრო მოთმინებასაც ვკარგავთ, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად ... იხილეთ სრულად
განსაცდელების გარეშე არავინ შესულა სასუფეველში. მაგრამ ყველაფერში მოთმინებაა საჭირო.
ასე განაგო ღმერთმა – გამოვიწრთოთ განსაცდელებში და ცათა სასუფევლის ღირსნი გავხდეთ.