ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ სხვა რაიმე უკეთური ზრახვა არ შემოვიდეს თქვენს გონებაში, არ დამკვიდრდეს იქ და არ განგაშოროს უფალსა.
თუ ნამდვილად გსურს ყოველგვარი არაქრისტიანული აზრი განდევნო და გონება განიწმინდო, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგანაც ჩვენი გულისსიტყვების მოწესრიგებას ლოცვაზე უკეთ სხვა ვერაფერი შეძლებს.
ჩვენ თითქმის ყოველთვის მონები ვართ საკუთარი ზრახვებისა, რომლებიც გვეჭრება გონებაში და გვინაგვიანებს მას უსარგებლო, ფუჭი, მავნე წარმოდგენებითა და მოგონებებით. აზროვნების სწორ და მშვიდ სვლაში იჭრება ხელისშემშლელი აზრები, მოგონებები ... იხილეთ სრულად
ყოველი ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, განვიცდით ავხორცული, ბილწი ზრახვების გავლენას, გულში ვტკბებით ამ ზრახვებით, ვაქებთ მათ. გულისთქმით მივჩერებივართ ლამაზ სახეებს, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, სასიყვარულო ზრახვებით, უსირცხვილო მოძრაო... იხილეთ სრულად
როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლში, ასევე ზრახვები ეშმაკებისაგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ შენ მათ არ ღებულობ. თუ ზრახვა შენ გეუბნება: „მოიპარე“ – და შენ მოუსმენ მას, ამით ხელისუფლებას აძლევ ეშმაკს შენს თავზე. თუ შენ ზრა... იხილეთ სრულად
კეთილი საქმის გზაზე შემდგარი კაცი ყოველი ღონით უნდა ეცადოს, რათა განეშოროს მისი გულისა და გონებისათვის სანეტარო აზრებსა და ზრახვებს. სატანა დიდად გონებამახვილია ავთა საქმეთა ქმნისას: როცა ვერ მოახერხებს კეთილზნეობით აღვსილი ადამია... იხილეთ სრულად
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავლეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11, 29). ქრისტესმიერი მორჩილების ... იხილეთ სრულად
თუ ზრახვას განვაგდებთ, ცოდვასაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან – ხე, ანდა თესლიდან – ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება.