ავტორი:
წმ. კირილე ალექსანდრიელი
თემა:
ბოროტი ზრახვები
კეთილი საქმის გზაზე შემდგარი კაცი ყოველი ღონით უნდა ეცადოს, რათა განეშოროს მისი გულისა და
კეთილი საქმის გზაზე შემდგარი კაცი ყოველი ღონით უნდა ეცადოს, რათა განეშოროს მისი გულისა და გონებისათვის სანეტარო აზრებსა და ზრახვებს. სატანა დიდად გონებამახვილია ავთა საქმეთა ქმნისას: როცა ვერ მოახერხებს კეთილზნეობით აღვსილი ადამიანების მათთვის ძვირფასი ცხოვრებისა და მოქცევის გზიდან გადაცდენას და თავის ნებაზე დაყოლიებას, სხვაგვარად ცდილობს მათ დამარცხებას: აქებს მათ, როგორც სრულყოფილებას მიღწეულ ქმნილებებს, განადიდებს, როგორც წმიდანებს, ეთაყვანება, როგორც უკვე უფლის მეგობრებად ქცეულებსა და ყოველგვარი სათნოების ზღვარს მიღწეულებს. ამ ხერხით ბადებს მათში ამპარტავნების ვნებას, აღუგზნებს უფლის მიმართ მტრობას და, ბოლოსდაბოლოს, აღმოფხვრის კიდევაც მათ ბალახივით ძირ–ფესვიანად. ამიტომ, როგორც უკვე ვთქვი, უნდა განვშორდეთ ჩვენი გულისა და გონებისათვის სანეტარო ზრახვებსა და აზრებს.
|