მარხვა წმინდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, მოკლებითა, არამედ საქმის გასწორებითა და ყოფა–ქცევის გამოცვლითა. მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ამას უმეტესად უნდა ვცდილობდეთ, რომელ ხასიათი გამოვიცვალოთ და ბუნება ჩვენი ისრე გავამაგროთ...
იხილეთ სრულად
მარხვა წმინდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, მოკლებითა, არამედ საქმის გასწორებითა და ყოფა–ქცევის გამოცვლითა. მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ამას უმეტესად უნდა ვცდილობდეთ, რომელ ხასიათი გამოვიცვალოთ და ბუნება ჩვენი ისრე გავამაგროთ და გავაკეთოთ, რომელ არა თუ დიდ მარხვაში, არამედ ყოველთვის ქრისტიანულად და პატიოსნად ვიქცეოდეთ, მაგრამ საჭმლის მოკლებაც საჭირო არის. იგი შეეწევა სულიერსა განღვიძებასა; ვისაც ხორცნი აქვს შენებულნი, გასუქებული და აღვირ უსხ...
მარხვა ძველ სჯულშიც არა ყოველთვის ნიშანვდა მწუხარებას, არამედ სულიერი კმაყოფილებით და სიხარულით უნდა ყოფილიყო მიღებული. ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, არა სულმოკლეობითა და მწუხარებითა, არამედ სულიერითა კმაყოფილებითა და ერთგულებითა შევ...
იხილეთ სრულად
მარხვა ძველ სჯულშიც არა ყოველთვის ნიშანვდა მწუხარებას, არამედ სულიერი კმაყოფილებით და სიხარულით უნდა ყოფილიყო მიღებული. ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, არა სულმოკლეობითა და მწუხარებითა, არამედ სულიერითა კმაყოფილებითა და ერთგულებითა შევუდგეთ დღეთა ამათ მარხვისათა, წმინდა ვყოთ მარხვა, ვქადაგოთ მსახურება, შევიკრიბოთ ერი ეკლესიასა შინა და წმინდა ვყოთ ეკლესია.
კარგია მარხვა. დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი.
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქ...
იხილეთ სრულად
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქმნება კიდეც წაეჩხუბე ვისმე, მოატყუე ვინმე და აგინე და სხვანი ბევრი ცოდვანი ქმენი; მაგრამ სინიდისი არ გამხილებდა და არც გიფიქრია, რომ ეს ცოდვა არის; მაშასადამე, შენ სულიერი მსახურება ღვთისა არ გახსოვს და ხორციელი კი გახსო...
ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის გულში სინანული, ღმრთის შიში, ცოდვათა მოძაგება და სხვა ამდაგვარი გრძნობები გააღვიძონ. მესამე, რაც ზიარებისათვის უსაჭიროესია, აღსარებაა, რაზეც უკვე ზემოთ გვქონდა საუბარი. ესოდენი შრომის, მოთმინების, ლოცვისა და სულთქმის მიზ...
საყვარელნო, მარხვა ანგელოზის მსგავსება არის, და თუ მისთვის იმარხავ, რომ ანგელოზს ემსგავსო, ანგელოზი მჭამელს არ აყუედრებს. ელია ხორცსაც სჭამდა პურსაც, მაგრამ ანგელოზი არათუ აყუედრებდა, თვითვე ანგელოზი მოუტანდა ამაებს. ანგელოზი არ ა...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, მარხვა ანგელოზის მსგავსება არის, და თუ მისთვის იმარხავ, რომ ანგელოზს ემსგავსო, ანგელოზი მჭამელს არ აყუედრებს. ელია ხორცსაც სჭამდა პურსაც, მაგრამ ანგელოზი არათუ აყუედრებდა, თვითვე ანგელოზი მოუტანდა ამაებს. ანგელოზი არ აყუედრებს და შენ აყუედრებ, ეგ მარხვა ანგელოზის თვისება არ არის; ესე ვგონებ, ფარისეველის თვისება არის. თუ ამისთვის აყუედრებ, რომ მარხვის სწავება გნებავს, სწავლა ყუედრებით არ უნდა, უფროსად სიტკბოებით უნდა ასწაო.
ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვა ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის: "ნაყროვნება დედა არს სიძვისა". რადგან ნაყროვნება სიძვის დედა არის, ღმერთს ეს ჰნებავს - მარხვით მოვაკუდინოთ სიძვის დედა, ნაყროვნება,...
იხილეთ სრულად
ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვა ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის: "ნაყროვნება დედა არს სიძვისა". რადგან ნაყროვნება სიძვის დედა არის, ღმერთს ეს ჰნებავს - მარხვით მოვაკუდინოთ სიძვის დედა, ნაყროვნება, რომ მისგან ნაშობი სიძვა ჩუენთან არ აღიზარდოს. თუ დედა სიძვისა, ნაყროვნება, შენთან არის, უეჭველად მისგან ნაშობი სიძვაც შენთან იქნება. მოვიღოთ კიდევ მიზეზი მარხვისა, თუ რისთვის მოგვეცა. ჭამა ცთომას მერმე შემოვიდა, თორემ ც...