თემა: მარხვა

ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვა ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის:

ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვა ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის: "ნაყროვნება დედა არს სიძვისა". რადგან ნაყროვნება სიძვის დედა არის, ღმერთს ეს ჰნებავს - მარხვით მოვაკუდინოთ სიძვის დედა, ნაყროვნება, რომ მისგან ნაშობი სიძვა ჩუენთან არ აღიზარდოს. თუ დედა სიძვისა, ნაყროვნება, შენთან არის, უეჭველად მისგან ნაშობი სიძვაც შენთან იქნება. მოვიღოთ კიდევ მიზეზი მარხვისა, თუ რისთვის მოგვეცა. ჭამა ცთომას მერმე შემოვიდა, თორემ ცთომამდის ანგელოზის მსგავსად ღვთის ხედვით იზრდებოდა კაცი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავით: "და პური ანგელოზთა სჭამა კაცმან".
 
თემატური კითხვები
3