ადამიანს, რომელსაც არასოდეს უგემია თაფლი და ცდილობს, სხვას აუხსნას, რა ტკბილია იგი, ჰგვანან მოძღვრები, რომლებიც სულიერ სწავლებებს ქადაგებენ და თვითონ არასოდეს უგემიათ და გამოუცდიათ იგი.
მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ ...
იხილეთ სრულად
მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ სიტყვებს ისვრის, მაგრამ ღვთის შიშით ვერ აღანთებს მსმენელთა გულებს.
ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს, თვითონ უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ავადმყოფობისგან, რათა არ მიემართებოდეს მას სახარების სიტყვები: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (ლუკა 4, 23).
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც...
იხილეთ სრულად
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც თვით მათ, ხოლო სამღვდელო ხარისხის მქონეთა ცოდვებს ყველასთვის ზიანი მოაქვს.
თუ იესო ქრისტემ უბრალო ადამიანზე - მაცდუნებელზე თქვა: ვაი მას, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (ლუკა 17, 1). მაშ, რაღა უნდა ითქვას მაცდუნებელზე - ეკლესიის მსახურზე?
ჩვენი სულიერი მამის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე - ხორციელი მამის წინაშე, რადგან ეს უკანასნელნი ამა სოფლისა და საერო ცხოვრებისთვის გვშობენ, პირველნი კი - ზეცისა და მარადიული ცხოვრებისთვის.