სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჯერ თვითონ იყავი ის, რადაც გსურს, სხვა აქციო
თუ სხვისი აღზრდა გსურს, ჯერ საკუთარი თავი აღზარდე ღმერთში
სასჯელი გამოსწორების აუცილებელი საშუალებაა, მაგრამ არა - ერთადერთი
"როზგის გვერდით ვაშლი უნდა იდოს". - თქვა ბავშვის ბუნების ერთმა მცოდნემ
როგორ გეყოლებათ წესრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით?
შემწყნარებლობას, სიმართლესა და სიყვარულს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან, რომ შეერთდნენ.
ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ იგი, ვისაც დანაშაულებრივი საქციელისგან დაცვა ძალუძს.
საქმეები სიტყვებზე მეტად მეტყველებენ
ვინც ასწავლის და ცხოვრობს ღვთივსათნოდ, ის ორმაგად ასწავლის
ღვთის შემეცნება და მისდამი მოწიწება საქმით აჩვენე და არა - სიტყვით