მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორადაც ყოველი სხვა ნიჭი და მადლი კაცთა ზედა ღმრთისაგან გადმოდის, მსგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ეს ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროსაგან მომდინარეობს და მიეცემა კაცს.
სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობე... იხილეთ სრულად
თუ ადამიანი თავის ძველ კაცს ვერ შეიცნობს, რათა სწორედ ამით დამდაბლდეს ბუნებრივი სახით, მაშინ სიმდაბლე მისთვის არ იქნება ის მდგომარეობა, რომლითაც მასში დაიმკვიდრებს ღვთაებრივი მადლი.
თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება.
ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც ჩვენი ბუნებრივი ძალით აღვასრულებთ, მის საწინააღმდეგო მანკიერებას განგვაშორებს, მაგრამ მადლის გარეშე ჩვენი განწმენდა არ შეუძლია.
თუ საკუთარი თვალით იხილავ ძმის შეცოდებას და ზრახვა მისი განკითხვისკენ გიბიძგებს, განიშორე ეს აზრი და უთხარი: "ანათემა შენ, სატანავ! შენი ბრალია, რაც ჩემმა ძმამ ჩაიდინა!" შენი გული კი დაარწმუნე, რომ ძმა არ განიკითხოს; სხვაგვარად ღვ... იხილეთ სრულად
ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ შური, თუ დიდად არ ჩავთვლით არც იმას, რასაც ადამიანები სიმდიდრეს უწოდებენ, არც მომხიბლავ დიდებას, არც სხეულის ჯანმრთელობას; არამედ ვისწრაფით მარადიული და ჭეშმარიტი მადლის მოსაპოვებლად
ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან: ზღვის ტალღების დაწყნარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის ყოვლისშემძლე მადლს, თუ თვითონ გული არ გაუწევს წინააღმდეგობას მის მოქმედებას.