მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდოებული. როდესაც ლაშქრობისთვის ემზადებოდა წესად ჰქონდა ქონების დარიგება. მეფური გულუხვობით გასცემდა თითქმის ყვე...
იხილეთ სრულად
მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდოებული. როდესაც ლაშქრობისთვის ემზადებოდა წესად ჰქონდა ქონების დარიგება. მეფური გულუხვობით გასცემდა თითქმის ყველაფერს რაც ჰქონდა. ერთხელ ერთმა ახლობელმა უთხრა: მეფეო, თქვენთვის აღარაფერია, რომ დაიტოვოთო. ალექსანდრემ უპასუხა: მე დამრჩა ყველაზე დიდი რამ - იმედი.
ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფერი უხვად ჰქონდა და პრობლემები არ აწუხებდა. მეზობლებთან არ კადრულობდა დაახლოებას და რომ არ შეეწუხებინათ, ჭიშკარზე აბრა გააკრა წარწერით: სახლში არავინ არის. ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყ...
იხილეთ სრულად
ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფერი უხვად ჰქონდა და პრობლემები არ აწუხებდა. მეზობლებთან არ კადრულობდა დაახლოებას და რომ არ შეეწუხებინათ, ჭიშკარზე აბრა გააკრა წარწერით: სახლში არავინ არის. ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო და ისიც იცოდნენ, რომ მათი მდიდარი მეზობელი ამას სიხარბის გამო აკეთებდა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაერღვია მისი სიმშვიდე, რაიმე ეთხოვა და იძულებული გაეხადა ხელი გაემართა. ცოდვა დიდხანს არ დარჩა დაუსჯელი. გაჩნდა ხანძარი, ...
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვე...
იხილეთ სრულად
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და გაბრაზებულმა უთხრა: დიდია შენი ძალა მაკარი. მე არაფრით შემიძლია შენი ვნება. რასაც შენ აკეთებ, მეც იმავეს ვაკეთებ; შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ; შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მჯობიხარ.- ...
ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა. მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როდესაც მეომარი ალექსანდრე დიდის წინაშე წარსდგა, მეფემ ჰკითხა: -რა გქვია შენ? -ალექსანდრე, - უპასუხა მეო...
იხილეთ სრულად
ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა.მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როდესაც მეომარი ალექსანდრე დიდის წინაშე წარსდგა, მეფემ ჰკითხა:-რა გქვია შენ?-ალექსანდრე, - უპასუხა მეომარმა.ამის გამგონე მეფემ უყვირა:-შეიცვალე სახელი, ან იცხოვრე ისე, როგორც ამ სახელს ეკადრება.ყოველი ჩვენგანი ხომ ქრისტიანია, მაგრამ ვცხოვრობთ კი ისე, როგორც ამ სახელს შეჰფერის?
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო. ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზე ...
იხილეთ სრულად
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო.ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზე უძვირფასესი ხუთი ბეჭედი უელავდა. მან ბრძანა: მოგიწვიეთ იმიტომ, რომ სიმართლე მოვისმინო თქვენგან. ამ ბრილიანტებს ხომ ხედავთ, თქვენ მათ საჩუქრად მიიღებთ სიმართლისათვის.შეთავაზებული ჯილდოთი გაბრუებულმა ოთხმა ქვეშევრდომმა მლიქვნე...
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრო...
იხილეთ სრულად
მაგალითი მონასტრული ცხოვრებიდან: სინას მონასტრის წინამძღვრად იყო ცნობილი მოღვაწე ღირსი სილუანი. ერთხელაც აქ მოვიდა სხვა ბერი, დაინახა შრომაში გულმოდგინედ ჩართული ძმები და განიკითხა ისინი სახმართმოყვარებისათვის, რადგან თვითონ ფიქრობდა, რომ ბერისათვის აუცილებელი იყო მხოლოდ სულიერი ღვაწლი: ლოცვა, მარხვა, ღვთის მჭვრეტელობა და არა ფიზიკური გარჯა. ამან წინამძღვარი სილუანი არ გაანაწყენა და მისცა კურთხევა, სტუმრისათვის გამოეყოთ ცაკლე კელია. როცა ბერებმა ...
ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვი...
იხილეთ სრულად
ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუ ვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შო...
ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ანტონის ახლომახლო მონასტრებიდან ბერები ეწვივნენ და მთელი ღამე საუბარში გაატარეს. სიტყვა იმაზე ჩამოვარდა, თუ ყველაზე მეტად რომელი სათნოება იცავს მონაზონს ხიბლში ჩავარდნისა და ეშმაკის მახეთაგან. ერთნი მარხვასა და მღვიძარებას ასახელებდნენ, რამეთუ მათი მეშვეობით აზრი სიფაქიზეს იძენს, იწმინდება და უფრო ადვილად მიეახლება ღმერთს; მეორენი უპოვარებასა და ქონების მოძულებაზე მიუთითებდნენ, რამეთუ ამ გზით გონება თავს აღწევს მრავალფერ მიწიერ ზრუნვათა ბო...