ერთობა, ერთსულოვნება - ციტატები, გამონათქვამები
ერთობა, ერთსულოვნება - ციტატები, გამონათქვამები ერთობა, ერთსულოვნება, გამონათქვამები
წმ. მამათა ნაწერების კითხვით შეითვისე მათი აზრები და სულისკვეთება. წმ. მამებმა მიაღწიეს მიზანს - ცხონებას. შენც მიაღწიე იმავე მიზანს მოვლენათა ბუნებრივი განვითარებით: ცხონდები, როგორც წმ. მამათა თანამოაზრე და მათთან ერთსულოვანი.
სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვე ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც.
არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა.
პირველ ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ისინი იყვნენ ერთსულ (შეად. ფილიპ. 2, 2), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათ ყველას ერთი სული ჰქონდა, არამედ იმის მანიშნებელია, რომ ისინი ერთი სულიწმიდით ცხოვრობდნენ და საზრდოობდნენ. იმავე სული... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ გახდე ერთიანი, როგორც უფალი ამბობს: “რათა ყოველნი ერთ-იყუნენ” (იოან. 17-21). არ გვჭირდება ჩვენ არაფრის გამოგონება, ყველას ჩვენ ერთიანი ბუნება გვაქვს, ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ჩვენ ყველა გვიყვარდეს; ხოლო ძალას, რომ ... იხილეთ სრულად
მაცხოვარმა თქვა: `ყოველნი ძმანი ხართ” (მათ. 23.8). თქვენ ძმები ხართ, იმიტომ, რომ ერთი ზეციური მამა გყავთ, თქვენ ძმებად დარჩებით მხოლოდ და მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე ერთ მამას აღიარებთ. რამეთუ ძმობა მამობაზეა დამოკიდებული. თუკი არ არს... იხილეთ სრულად
არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ წარმომავლობით ყველანი და-ძმანი ვართ. ღვთის მხოლოდშობილი ძის მიერ გამოხსნილნი და სულიწმიდის მერ ქვეყანასა ზედა აღსრულებული ხსნით, ჩვენ ყველანი ძმები და დები ვართ. წმინდა წერილის სწავლებისაებრ, უფ... იხილეთ სრულად
ადამიანებს გათიშულობა სტანჯავთ და მეტი არაფერი. თანამედროვე ადამიანი გაუცხოებულია ახლობლებისაგან და არ ძალუძს, რომ მათ ძმები უწოდოს. ის მარტოსულია და ობოლი, რადგან თუ არ გყავს ზეციური ნათესავები, ვერ გეყოლებიან ისინი მიწაზეც. ძმებ... იხილეთ სრულად
უფალმა ღმერთმა, შემქმნელმა „ერთისაგან სისხლისა ყოველთა ტომთა კაცთასა“, კეთილინება, რათა ერთსისხლისანი ერთსულნიც ყოფილიყვნენ. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თავისი მსახურების საქმეს ესრეთ განაგებდა, რომ „იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყე... იხილეთ სრულად