უფალმა ღმერთმა, შემქმნელმა ერთისაგან სისხლისა ყოველთა ტომთა კაცთასა, კეთილინება, რათა ერთსისხლისანი

უფალმა ღმერთმა, შემქმნელმა „ერთისაგან სისხლისა ყოველთა ტომთა კაცთასა“, კეთილინება, რათა ერთსისხლისანი ერთსულნიც ყოფილიყვნენ. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე თავისი მსახურების საქმეს ესრეთ განაგებდა, რომ „იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“ (იოანე 10, 16). ამ ერთობის სახელით ამოირჩია მოციქულები, რომელთაც თავიანთი ქადაგებით თავს იდვეს ყველა ადამიანი მიეყვანათ შემეცნებამდე ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა „რომელი წარმოგზავნა ღმერთმან მამამან“ – იესუ ქრისტესი, ყოველნი მიწისგვარისნი ერთი ოჯახის თანამოზიარე ძმებად ექციათ, რომელთა მამაი ღმერთი არს. ეს ქრისტიანული საზოგადოებაა. თვით უფალმა მას სამწყსო უწოდა, რითაც სამუდამოდ განსაზღვრა თავისი ეკლესიის ხასიათი, ხასიათი სრული ერთსულოვნებისა და მწყემსისადმი სრული მორჩილებისა. ამ სიცოცხლის მომნიჭებელი მწყემსისაგან ვინც დაიმწყსის, „ცხოვრებად თუ საღვთისმოსაოდ“ კეთილსახმარ ნიჭსა თუ ძალას იღებენ, – სწორედ მათზეა დაფუძნებული ქრისტიანული საზოგადოების კეთილად მოწყობა. აი, ეკლესიის ზოგადი განსაზღვრებაც – კრებული თანამოაზრეთა და ერთმორწმუნეთა. პირველ ხანებში ისინი ერთმანეთს ყოველგვარი ცრუმორცხვობის გარეშე „წმინდანებს“ უწოდებდნენ.
 
თემატური კითხვები
0