სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს?! უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ. რას იტყოდი რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს? ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის... იხილეთ სრულად
რას აკეთებს ის ადამიანი, ვისაც სახე და ხელები ჭუჭყიანი აქვს? ონკანს მოუშვებს და ხელ-პირს დაიბანს. მივბაძოთ მას. გავაღოთ ერთი კი არა, ორი ონკანი, ე.ი. ჩვენი თვალები, რათა უხვად დაიღვაროს მონანიების ცრემლი, რომელიც ამაო წუთისოფლის ყ... იხილეთ სრულად
ეს ცხოვრება ღვთისგან სინანულისთვის მოგვეცა. თუ მას უაზროდ, ცუდად დავხარჯავთ, ძალიან ვინანებთ, მაგრამ მეორედ ვეღარ ვპოვებთ.
ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალა... იხილეთ სრულად
ყრმობისთვის მოხუცებულობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ შეუნანებელ ახალგაზრდას სიკვდილი ელის.
ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს. ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ ... იხილეთ სრულად
უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სული... იხილეთ სრულად
უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ, რადგან ეს დამახასიათებელია დაცემული, უძლური, შერყვნილი ადამიანური ბუნებისთვის, არამედ განგვსჯის ცოდვების უნანელობისათვის.