იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
იესოს ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები იესოს ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები
იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს თვითმყოფად და თვითმამოძრავებელ აღმადგინებელ ძალას. ასე რომ, ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელს... იხილეთ სრულად
ბაგეებით ილოცე, ძმაო, სანამ ღვთის მადლი არ განგანათლებს, რომ გულით ილოცო. მაშინ სასწაულებრივი გზით შინაგანად იდღესასწაულებ და იზეიმებ. ამიერიდან მხოლოდ ბაგეებით კი არა, უკვე გულში მოქმედი ყურადღებით აღასრულებ ლოცვას.
ვლოცულობ, ღვთის შეწევნით, შეიგრძნოთ ლოცვა და როცა მადლი მოვა, მაშინ საქმით შეიცნობთ და გაიგებთ იმას, რაზეც ახლა გესაუბრებით.