ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“ ეს, რა თქმა უნდა, ღვთის გან...
იხილეთ სრულად
ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“ეს, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით ხდება. უფალი აუწყებს ადამიანს და თითქოს ეუბნება: „ნუ გგონია, რომ ლოცვის მადლი მხოლოდ მაშინ მოგაკლდება, როცა ამპარტავნების გულისსიტყვებს მიიღებ. ეს შეიძლება მოხდეს ქედმაღლური აზრების გარეშეც, როცა მე მოვისურვებ, რომ გაგ...
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვ...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვთის მადლი ვიგრძენი, გულისსიტყვები შემოიჭრა და მადლი განმეშორა“.
ბოროტი წარმოსახვებისა და გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ გულისწყრომა და რისხვა არ კმარა; ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, მისთვის აუცილებელია განუწყვეტლივ ილოცოს და უფლის სახელს მოუხმოს: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".
თამამად ენდე „ბრძოლვილთა შემწეს“, ზესთამბრძოლს, ჩვენი უტკბესი იესოს ლოცვა გონებით იმეორე და მხნედ ებრძოლე ეშმაკის მიერ მოტანილ გულისსიტყვებსა და წარმოდგენებს. გახსოვდეს ეს უწმინდესი სახელი, რომლისგანაც ძრწიან ბნელეთის ძალები.