ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს

ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“

ეს, რა თქმა უნდა, ღვთის განგებით ხდება. უფალი აუწყებს ადამიანს და თითქოს ეუბნება: „ნუ გგონია, რომ ლოცვის მადლი მხოლოდ მაშინ მოგაკლდება, როცა ამპარტავნების გულისსიტყვებს მიიღებ. ეს შეიძლება მოხდეს ქედმაღლური აზრების გარეშეც, როცა მე მოვისურვებ, რომ გაგათავისუფლო შთაბეჭდილებისგან და შეხედულებისგან, თითქოს შენი წინასწარი მომზადებითა და საკუთარი მცდელობით შეგიძლია ქმედითი ლოცვის პოვნა“.

თემატური კითხვები
0