წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ლოცვა, განსაცდელები, მღვიძარება, სიფხიზლე, გონება, განუწყვეტელი ლოცვა, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, გონების დაცვა
რას გულისხმობს მღვიძარება, სიფხიზლით შრომა?
რას გულისხმობს მღვიძარება, სიფხიზლით შრომა?
მღვიძარება, სიფხიზლით შრომა გულისხმობს გულისსიტყვების, წარმოდგენებისა და გრძნობების მოძრაობის მიმართ ყურადღებას. ეს არის სულიერი ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტს. ეს არის წინასწარჭვრეტა, როცა გონება შორიდანვე ხედავს განსაცდელებს, უსაფრთხოების ზომებს იღებს და განეშორება მათ. ეს არის უწყვეტი ლოცვა, როცა გონება გულში შემავალი და იქიდან გამომავალი გულისსიტყვების ზედამხედველია.