მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.
განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნება... იხილეთ სრულად
ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება.
რათა ჩვენს გულებში გაიზარდოს მონაზვნური სიბრძნე, ჯერ უნდა მოკვდეს და ნეშომპალად იქცეს სიბრძნე ამა სოფლისა. და იმისათვის, რათა მოვაკვდინოთ ვნებები, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სიკვდილსა და სამსჯავროზე და მოშურნეობით დავითმინოთ სატანჯველი ქრ... იხილეთ სრულად
ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ არ გვრჩება სხვა გამოსავალი – უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
იხარებნ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცთასა ძუელსა კაცსა აღიძარც, და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები... დავითმინოთ, შალვა, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც "ერთგზის წინაუძს ყოველსა კაცსა" (სიტყვა წემის დროს თქმული).
89. პირველ ჭირისაცა იღუწიდ მოგებად მოთმინებისა, რაითა ჰპოო იგი ჭირთა შინა ყოვლადსაჭურველად მომზადებულად