რელიგიური საიდუმლოებებისადმი შიში ნიშნავს, გეშინოდეს საკუთარი ჩრდილისა; ვინაიდან საიდუმლოებები ყოველ ფეხის ნაბიჟზე დაგვყვებიან, როგორც საკუთარი ჩრდილები.
განა გასაოცარია, რომ იქ, სადაც ღმერთი საუბრობს, ზოგჯერ ადამიანური ცნობიერება არ კმარა?! რაოენ ხშირია, რომ ბავშვს არ ესმის სრულყოფილად ის, რასაც მას სრულწლოვანი ეუბნება.
დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით ემხობოდა კერპის წინაშე, რათა მასში დამალული ცრუპენტელას მიერ მოესმინა ჭეშმარიტება, მაგრამ განა ნაკლებად სამარცხვინოა, რომ რომელიმე "ბრძენთაბრძენი" გააკერპებს თავის შეზღუდულ გონებას და მხოლოდ...
იხილეთ სრულად
დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით ემხობოდა კერპის წინაშე, რათა მასში დამალული ცრუპენტელას მიერ მოესმინა ჭეშმარიტება, მაგრამ განა ნაკლებად სამარცხვინოა, რომ რომელიმე "ბრძენთაბრძენი" გააკერპებს თავის შეზღუდულ გონებას და მხოლოდ ამ კერპის ბაგეთაგან სურს ჭეშმარიტების მიღება?
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ის...
იხილეთ სრულად
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ისტორია და რაც, უწინარეს ყოვლისა, საჯილდაო ქვაა რაციონალისტებისათვის, ანუ მათთვის, ვინც ნამდვილად და უეჭველად აღიარებს მხოლოდ გონებისათვის მისაწვდომს და იმას - რაც ბუნების კანონებიდან გამომდინარეობს.
ადამიანის შეცნობის საქმეში რაციონალისტები ალქიმიკოსებს ჰგვანან. მათ, იმის მაგიერ, რომ მიიღონ და ისარგებლონ ჭეშმარიტებით, სურთ, გამოიმუშაონ ჭეშმარიტება, როგორც ალქიმიკოსებს სურდათ მოეპოვებინათ ოქრო სხვადასხვა ნივთიერებებისგან, და მ...
იხილეთ სრულად
ადამიანის შეცნობის საქმეში რაციონალისტები ალქიმიკოსებს ჰგვანან. მათ, იმის მაგიერ, რომ მიიღონ და ისარგებლონ ჭეშმარიტებით, სურთ, გამოიმუშაონ ჭეშმარიტება, როგორც ალქიმიკოსებს სურდათ მოეპოვებინათ ოქრო სხვადასხვა ნივთიერებებისგან, და მათ მსგავსად, ღატაკდებიან ამ ახალი ფილოსოფიური ქვის ძიებაში