ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები
ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები ბერი პაისი მთაწმინდელი | გამონათქვამები
ახალბედა მონაზონმა თავისი მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში არ უნდა შეისრუტოს ამ სოფლის სიბრძნე, იმიტომ რომ ის შემდეგ მუდამ იშიშინებს იმ სანთლის მსგავსად, რომელსაც პატუქი სველი აქვს.
ახალბედა მონაზონი, რომელიც თავის მშობლებს, დებსა და ძმებს იგონებს, ღვთაებრივი შეწევნის მოსვლას ეწინააღმდეგება. თუ ის სოფელსა იგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ძალიან მალე დაივიწყა ყველაფერი, რაც გადაიტანა, როცა ცდილობდა მოსწყვეტოდ... იხილეთ სრულად
არ წახვიდეთ მონასტერში, თუ თქვენ მთლიანად ვერ იმორჩილებთ გულს, იმიტომ რომ აუცილებლად დამარცხდებით.
ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, მოძღვართან რომ დადიოდნენ და აღსარებას ამბობდნენ, ეშმაკეული ზემოქმედება განქარდებოდა და ისინი ფიქრს კვლავ შეძლებდნენ. ეხლა ხომ ბოროტის გავლენით მათ ტვინებს აზროვნებაც აღარ შეუძლიათ. სინანული, აღსარ... იხილეთ სრულად
თუ საკუთარი თავით დავკავდებით, უპირატესად საღვთო შეწევნას დავეყრდნობით და გარეგნულზე მეტად შინაგან ღვაწლს მივანიჭებთ მნიშვნელობას, სხვებს უფრო მეტად და შედეგიანად დავეხმარებით. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ, შინაგანი სიმყუდროვე მოვიხ... იხილეთ სრულად
წმინდა ანგელოზები ლხენითა და კეთილკრძალულებით ადიდებენ ღმერთს: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს...“
ანგელოზებრივი სახე ერთია, როგორც მონაზონი მამებისათვის, ასევე დედებისათვის: „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა“ (გალ. 3, 28).
ხორციელად ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, ყველანი ძმები ვართ და ჩვენ ღვთის მონები ვართ, გარდა ამისა, ღვთის მადლით, ხომ ჩვენ, მორწმუნეები ქრისტეს საღვთო სისხლით ვართ გამოსყიდულნი. სულიერ ცხოვრებაში ჩვენ ადამს ხორციელად ვენათესავებ... იხილეთ სრულად
ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“, ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრ... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედებას, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც – ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ... იხილეთ სრულად