წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყ...
იხილეთ სრულად
წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყველაზე საწყალობელ მდგომარებამდე მიჰყავს, ართმევს კეთილი საქმეების ჯილდოს; განსაკუთრებით ართმევს იგი ადამიანს ზეციური სამეფოს დამკვიდრების შესაძლებლობას
იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებელია, უფლისადმი ვილოცოთ, რათა მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რომ შევძლოთ, წინ აღვუდგეთ ცოდვას და მისი მონები არ გავხდეთ.
ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდ...
იხილეთ სრულად
ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდავთ. ცოდვა ხომ მადლმოსილი უფლის მტერია?
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უ...
იხილეთ სრულად
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უფალი ის არსებაა, რომელთან შედარებითაც ყველაფერი არაფრად ჩანს, ხოლო ცოდვა იმდენად საზიზღარი სიბილწეა, რომ მასთან შედარებით ყველა სხვა უბედურებას ბოროტებას ვერც კი ვუწოდებთ. დაბოლოს, ცოდვა უზარმაზარი ურჩხულია როგორც აქ, ის...
თავისუფლებაში შობილი შევარდენი, რომელსაც ბრჭყალებსა და ნისკარტში უზარმაზარი ძალა აქვს და სუფთა და თავისუფალ ჰაერში ფრენას არის მიჩვეული, როგორ დაითმენს, რომ აწვალებდნენ, ჯოხებს ურჭობდნენ და ტყვეობაში ჰყავდეთ? განა ბრჭყალებითა და ...
იხილეთ სრულად
თავისუფლებაში შობილი შევარდენი, რომელსაც ბრჭყალებსა და ნისკარტში უზარმაზარი ძალა აქვს და სუფთა და თავისუფალ ჰაერში ფრენას არის მიჩვეული, როგორ დაითმენს, რომ აწვალებდნენ, ჯოხებს ურჭობდნენ და ტყვეობაში ჰყავდეთ? განა ბრჭყალებითა და ნისკარტით არ იბრძოლებს თავისუფლებისათვის? ასევე ქრისტიანი, რომელმაც იცის, რომ ცოდვა ღმერთს სძულს და რომ იგი ნებისმიერ უბედურებაზე უარესია, ის, ვინც აღიარებს, რომ ღმერთკაცი იესო ჯვარს ეცვა იმისათვის, რომ გაენადგურებინა ცო...
მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ცოდვა – ეს ბავშვურად გულუბრყვილო და არც ისე დიდი ბოროტებაა. ისინი არა მარტო მცირე ბოროტებად მიიჩნევენ ცოდვას, არამედ დასცინიან კიდეც მას, ზოგიერთი მათგანი კი კიდეც ყოყოჩობს თავისი ჩადენილი სამარცხვი...
იხილეთ სრულად
მრავალი ქრისტიანი მიიჩნევს, რომ ცოდვა – ეს ბავშვურად გულუბრყვილო და არც ისე დიდი ბოროტებაა. ისინი არა მარტო მცირე ბოროტებად მიიჩნევენ ცოდვას, არამედ დასცინიან კიდეც მას, ზოგიერთი მათგანი კი კიდეც ყოყოჩობს თავისი ჩადენილი სამარცხვინო ცოდვებით. მათ არ ეშინიათ ცოდვის ჩადენის და ცოდვას გამუდმებით ცოდვას ამატებენ. ჩვენ კი, როგორც გველთან ერთად დაძინების შეგვეშინდებოდა, ასევე უნდა გვეშინოდეს ცოდვისა
როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: "ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!" (მთ. 14, 30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რ...
იხილეთ სრულად
როდესაც ზღვაზე მიმავალმა პეტრე მოციქულმა ჩაძირვა დაიწყო, ამის მიზეზად მან ძლიერი ქარი ჩათვალა: "ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიხსენ მე!" (მთ. 14, 30). მაგრამ უფალმა უთხრა მას, რომ მიზეზი მისი მცირედმორწმუნეობა იყო: "მცირედმორწმუნეო, რაისა შეორგულდი?" ასევე ქრისტიანები თავიანთი ბოროტი საქმეებისა და ბოროტი ცხოვრების მიზეზად ცდუნებებს თვლიან, რომლებსაც ვერ ლახავენ. მათი ამაო საქმეების ჭეშმარიტი მი...
უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ წარმავალმა სიკეთეებმა არ გაგვიტაცოს. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლ...
იხილეთ სრულად
უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ წარმავალმა სიკეთეებმა არ გაგვიტაცოს. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში. უფალი დადიოდა იერუსალიმის ქუჩებში, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა ზეცისკენ მავალი გზა. უფალი ევნო ჯვარზე, რათა გაენადგურებინა ცოდვა. და ეს ყოველივე სრულებით არ აღელვებს ქრისტიანთა სინდისს და თრთოლვას არ იწვევს მ...
ისინი, რომლებიც ამბობდნენ: "თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი", იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამ...
იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც ამბობდნენ: "თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი", იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამეორება, მათ ჩვევად ექცათ, ჩვევა კი თითქოს მათი მეორე ბუნება გახდა, გული კლდესავით გაუქვავდათ, უგრძნობელნი გახდნენ და საკუთარ თავში ჩაიხშვეს ყოველგვარი იმედი სინანულისა და გამოსწორებისა. და ეს უბედურნი ასე კვდებიან – გამო...