მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
49. კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია
აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რა... იხილეთ სრულად
მრავალგზის, მრავალთა პირთაგან გამოცდილ არს, რომელ ყოველი ამ სოფლის ჭირი და იწროება ფრიად განსწმენდს გულსა კაცისასა, უკეთუ მან სულგრძელებით მოითმინა იგი.
ყოველი იგი მოღვაწება, განსაცდელი, მწუხარება, იწროება, რომელი შეგემთხვევა შენ, მიმავალსა შემდგომად ქრისტესა, უკეთუ იგინი მიიღე სიმდაბლით და მოითმინე სულგრძელებით, მიგეთვლება შენ ვითარცა ქრისტეს ჯვარის ზიდვა.
ძნელ არს და მძიმე ცხოვნება სულისა. კაცი, მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, მარადის ითმენს შინაგანსა და გარეგანსა ბრძოლასა; იგი მარადის ზიდავს ჯვარსა თვისსა მხართა ზედა თვისთა.
ყველა წმინდანი სხვადასხვა განსაცდელითაა დაცდილი. როგორც ცეცხლში ჩაგდებული ოქრო იწმინდება, ასევე წმინდანები საცდურებისაგან მეტი გამოცდილები ხდებიან და მოთმინებით უფლის გულს იგებენ, უახლოვდებიან ქრისტეს, რომლის სიტყვითა და სახელითაც... იხილეთ სრულად
ვითარცა მატყლს ბერტყავენ, ტკეპნიან, ვარცხნიან, რეცხავენ და თოვლივით აქათქათებენ, ასევე დამცირების, ძაგების, შეურაცხყოფის დამთმენი მორჩილი განიწმინდება და ვერცხლივით წმინდა, ცეცხლივით მოგიზგიზე და ბრწყინვალე ხდება
187. ვისაც სურს სამომავლო სიმძიმილთა აღხოცვა, მართებს მას, რომ წადიერად დაითმინოს ამჟამინდელნი, რადგან ამ სახით საქმის საქმესთან გონითად თანაშემწყობი (ე. ი. ამჟამინდელ საქმის, ამქვეყნიურ მწუხარებათა დათმენის სამომავლო საქმესთან – ... იხილეთ სრულად
არასოდეს უღალატოთ ღმერთს, სადაც ღმერთი და სიბრძნეა განსაცდელი ყოველთვის დიდია, ბოლომდე მოითმინე და თუ შესძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება
155. ჭეშმარიტების მცოდნე და მეუწყე არათუ ნამოქმედართა ხსოვნის გზით, არამედ შემოტევათა დათმენის კვალობაზე არის აღმსარებელი ღვთის წინაშე.