აუცილებელია, გწამდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ გულისხმიერი მცნობელობით. ასე უნდა ისწარფოდე ღვთისაკენ. გულისმიერი ლტოლვა უფლისაკენ ქმნის რწმენის გამომხატველ მაცოცხლებელ ნაყოფს, რომელიც შინაგანი და გარეგანი მდგომარეობის თანხმობითაა...
იხილეთ სრულად
აუცილებელია, გწამდეს არა მხოლოდ გონებით, არამედ გულისხმიერი მცნობელობით. ასე უნდა ისწარფოდე ღვთისაკენ. გულისმიერი ლტოლვა უფლისაკენ ქმნის რწმენის გამომხატველ მაცოცხლებელ ნაყოფს, რომელიც შინაგანი და გარეგანი მდგომარეობის თანხმობითაა ერთობლიობაში აღმოცენებული. საღმრთო რწმენის ნაყოფი ისახება თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაში. ასე მაგალითად: თუ შეგვიძლია, ვიცხოვროთ სხვისთვის, მისი ბედნიერებისათვის, მიანიშნებს იმაზე, რომ ვეზიარეთ რწმენას და ჩვენში აღ...
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს...
იხილეთ სრულად
კაცი გულს სარწმუნოების ალით თუ არ შეითბობს, უზრუნველობამ იქნებ რწმენაც ჩაუქროს და ქრისტიანობა მთელი თავისი საიდუმლოებებით, იქნება კიდეც მოკვდეს ჩვენში. მტერსაც სწორედ ეგ უნდა და ამიტომაა, ცდილობს, ჩააქროს გულში რწმენა და დაავიწყოს გულს ჭეშმარიტებები ქრისტიანობისა. ესაა მიზეზი, რომ ჩვენს გარშემოც ვხედავთ ისეთებს, ქრისტიანები ჰქვიათ და საქმით სრული წარმართები არიან.
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რომელნიცა არიან ორი უმთავრესნი სათნოებანი ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა. ჩვენ ყოველნი ოდესმე უნდა შვეგებნეთ ჩენს ზეციერს სიძესა, მეორესა მისსა მოსვლასა. ბედნიერნი იქნებიან ისინი, რომლებიც, მსგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სცდილო...
ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა: დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნოება ჩვენი – საქმით შემოსილი, და საქმენი ყო...
იხილეთ სრულად
ჩვენი სარწმუნოება და ცხოვრება ერთი და იგივე უნდა იყოს, ანუ უმჯობეს არს თქმად: სარწმუნოება ჩვენი მარადის გამოიხატებოდეს ყოველთა საქმეთა შინა ჩვენთა: დიდთა და მცირეთა. ერთი სიტყვით, სარწმუნოება ჩვენი – საქმით შემოსილი, და საქმენი ყოველნი და თვით სიტყვანი, გრძნობანი, შინაგანნი ყოველნი სულის მოძრაობანი – სარწმუნოებით შემოსილნი იმყოფებოდნენ.
ნუ დაიჯერებ ძმაო, ცრუ აზრებს, ნუ იქნები ამაოდ მორწმუნე, არამედ ირწმუნე მხოლოდ სიტყვა ღვთისა, საღმრთო წერილი და ყოველი სხვა სიტყვა და აზრიც, არა წინააღმდეგი მისი.
მტკიცითა სარწმუნოებითა კაცი სძლევს, არა თუ მხოლოდ რომელთამე დიდთა, ანუ მცირეთა სოფლიურთა დამაბრკოლებელთა მიზეზთა, არამედ თვით სოფელსა; კაცი აღძრული და აღდგენილი სარწმუნოებითა ღვისათა ხშირად დათრგუნავს თავის საკუთარსა ბუნებასა, უა...
იხილეთ სრულად
მტკიცითა სარწმუნოებითა კაცი სძლევს, არა თუ მხოლოდ რომელთამე დიდთა, ანუ მცირეთა სოფლიურთა დამაბრკოლებელთა მიზეზთა, არამედ თვით სოფელსა; კაცი აღძრული და აღდგენილი სარწმუნოებითა ღვისათა ხშირად დათრგუნავს თავის საკუთარსა ბუნებასა, უარყოფს თავის თავს, თავის საკუთარს სიამოვნებასა, თავის ხორცსა და თვით სიცოცხლესა თვისსა ხშირად შესწირავს ღმერთსა. კაცნი წმინდანნი, გაღონიერებულნი სარწმუნოებითა, მიიღებდნენ ძლევასა არა თუ მხოლოდ ბუნებასა ზედა კაცისასა, არამ...
რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შეასრულებ. ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ გამხნევებული ...
იხილეთ სრულად
რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შეასრულებ. ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ გამხნევებული და გაღონიერებული იმ აზრით, რომ შეგიძლია, ღვთის შეწევნითა ასრულება იმ საქმისა.
სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნობითი ძალი და სიმტკივე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნობითი ძალი და სიმტკივე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება არცა ერთსა საქმესა შინა. როდესაც გული და ღონე კაცისა არის განმხნევებული და განღვიძებული ძალითა სარწმუნოებისათა, მაშინ ადვილად სძლევს იგი ყოველთა დამაბრკოლებელთა და წინააღმდეგთა მიზეზთა და მოიპოვებს წარმატებასა ყოველთა სა...
როდესაც შეხვდე ურწმუნოს, ერთს ანუ მრავალს, სასოებით, მტკიცედ, გულის გრძნობით აღუარე მათ სარწმუნოება შენი, რათა შეიკტიმონ მათ. თუ ასე მოიქცევი, სწორედ საცხოვრებელად შენდა და მსმენელთა იქნება შენი აღსარება.
გულითადი სარწმუნოება არის უდიდესი და უმჯობესი ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღვთისათა, ვინაითგან აქ კაცი ღმერთს შესწირავს თვის გულს, ჩააბარებს ღმერთს თვის სულს და ყოველსა ცხოვრებასა და დაუმორჩილებს თვით თავის ჭკუასა და გონებასა...
იხილეთ სრულად
გულითადი სარწმუნოება არის უდიდესი და უმჯობესი ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღვთისათა, ვინაითგან აქ კაცი ღმერთს შესწირავს თვის გულს, ჩააბარებს ღმერთს თვის სულს და ყოველსა ცხოვრებასა და დაუმორჩილებს თვით თავის ჭკუასა და გონებასაცა. ამისთვისცა წრფელს სარწმუნოებას აქვს დიდი ფასი ღვთის წინაშე. ვინც გულით შეიტკბობს სარწმუნოებას, ამით იგი ცხად ჰყოფს, რომ მას კეთილი და წმინდა გული აქვს, იგი კეთილის, სიწმინდის და მადლის მოყვარული არის, ვინაითგან ბოროტ...