რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ შენ გრწამს უფალი იესო ქრისტე, საითგან არის ისა, რომ შენ სოფლის თქმას და ჩვეულებას უფრო უსმენ, ვიდრეღა სახარებას? შენ გრწამს სულიწმიდა, ეკლესია; მაშ რისთვისღა უგდებ ყურს ყოველთა ზღაპართა და სიცრუეთა სოფლიურთა, ანუ ღვთის წინააღმდ... იხილეთ სრულად
სარწმუნოება, ძმანო, ორნაირი არის: ერთი ცხოველი, მეორე მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს კაცის გულში, დაიმორჩილებს კაცის ნებას და ხასიათსა, გაანათლებს და გააცოცხლებს მისსა გულსა და სულსა, ცოდვას მოაძულებს და კ... იხილეთ სრულად
არა საკმაო არს სულის ცხოვნებისათვის ერთი მხოლოდ სარწმუნოება, არამედ სარწმუნოება შეერთებული საქმეთა თანა.
უკეთუ ამა სოფლისა საზარელი მდგომარეობა, საზოგადო დავიწყება სიმართლისა და სიყვარულისა, ცოდვა და უსჯულოება ყოველთა არ სწვავს გულსა შენსა, უკეთუ სული შენი არა მღელვარე არს შეხედვითა სოფლისა ამის განხრწნილებისა, მაშასადამე, სად არს სა... იხილეთ სრულად
გული კაცისა, რომელსა აქვს ცხოველი სარწმუნოება, ტაძარი არს იესო ქრისტესი. ცხოვლად მორწმუნე კაცი ცხადად უნდა გრძნობდეს თვის შორის სიტკბოებასა იესო ქრისტესსა; სული ეტყვის მას სიახლოვესა უფლისასა, გული ეწამება მას უფლისათვის.
პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არს სიყვარული და ერთობა. მეორე ნაყოფი ცხოველისა სარწმუნოებისა არის და უნდა იყოს სიმართლისა და მართლმსაჯულების სიყვარული.
ბუნება კაცისა, ძმაო ჩემო, დაცემულ არს და მიდრეკილ ცოდვისადმი, გარნა სარწმუნოება ცხოველი მარადის უნდა განაღვიძებდეს მას და არა უტევებდეს ცოდვისა ქმნად; სარწმუნოება უნდა იყოს ვითარცა აღვირი ვნებათა მისთა; ყოველი ასო უნდა ემორჩილებოდ... იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი მხოლოდ მუნ იქმოდა კურნებასა და მიანიჭებდა ცხოვრებასა, სადაც ხედვიდა სარწმუნოებასა
სარწმუნოება ცხოველი ასწავლის და ჰმართავს სურვილსა, ანუ ნებასა კაცისასა, იგი ჰმართავს ყოფაქცევასა და მოქმედებასა კაცისასა, ჰზრდის სულსა, აკეთებს და აუმჯობესებს მისსა ხასიათსა. ჰკურნებს სულიერთა ვნებათა კაცისათა.
ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლი... იხილეთ სრულად