რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
5. "სანდო მონაა" არა ის, ვინც ჯერ კიდევ ლიტონ ცოდნას ეყრდნობა, არამედ ის, ვინც მორჩილებით ერწმუნება მამცნებელ ქრისტეს.
77. ადამიანი შეაგონებს ახლობელს, რაოდენ უწყის, ღმერთი კი მოქმედებს მსმენელში, რაოდენი რწმენაც ამ უკანასკნელს აქვს.
27. სარწმუნოებას წერილი უწოდებს შეუძრავობას (სიმყარეს, უცვლელობას)იმისას, რასაც ვსასოებთ (ებრ.11.1), ხოლო ისინი, რომლებიც ვერ ცნობენ, რომ ქრისტე მკვიდრობს მათში, "გამოუცდელებად" თქვა მან (II კორ. 13.5).
3. ყოველივე კეთილი უფლის მიერ გვებოძება განგებულებითად და ვისაც ამგვარად სწამს, არც დაკარგავს ბოძებულს
3. ყოველივე კეთილი უფლის მიერ გვებოძება განგებულებითად და ვისაც ამგვარად სწამს, არც დაკარგავს ბოძებულს.
160. არაა რთული ღვთის შეცნობა იმისთვის, ვინც მორწმუნეა და ამის მსურველი, ხოლო თუ გინდა, რომ იხილო კიდეც ღმერთი, განჭვრიტე ყოველივე იმის კეთილშობილება და წინაგანგებულება, რაც მისი სიტყვით შეიქმნა და იქმნება, ხოლო ეს ყველაფერი ადამი... იხილეთ სრულად
141. ძე მამაშია, სულიწმინდა ძეშია, მამა კი ორივე მათგანშია; ადამიანმა რწმენით იცის ყოველივე ის, რაც უხილავია და გონებით აღსაქმელი, ხოლო რწმენა ესაა სულის ნებაყოფლობითი დათანხმებულობა (იგულისხმება, რომ მორწმუნე სული ნებსით ეთანხმებ... იხილეთ სრულად