ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ცოდვა - ეს არის საღვთო რჯულის დარღვევა, რომელიც გაცხადდა ადამიანთათვის მარადიული ცხოვრების მისაღწევად. ამიტომაც რაც ხალხს მოსაწონი ჰგონია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
ცოდვა დამწველი ცეცხლია. რაოდენობრივად შემცირების შემდეგ იგი ქრება, მომატებისას კი უფრო აალდება.
ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი.
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს... იხილეთ სრულად
ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. უმჯობესია ბევრი ცოდვა გვქონდეს და თავმდაბალნი ვიყოთ, ვიდრე ცოდვათა მცირერიცხოვნებით ვიამაყოთ.
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობრივი დანაშა... იხილეთ სრულად
შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძ... იხილეთ სრულად
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელ... იხილეთ სრულად