წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
იმედი შრომის დროს დასვენებაა, ის არის კარი სიყვარულისა, ის არის სასოწარკვეთილების მომაკვდინებელი და საუკუნო კეთილთა წინდი
არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრეს ტრაბახობენ და არაფერი გააჩნიათ, სხვები კი დიდ სიმდიდრეში ცხოვრებისას თავს იმდაბლებენ
სიმშვიდე არის გულისწყრომის ზღვაში აღმართული კლდე, რომელიც მასზე მომდგარ ყოველგვარ ღელვას დაამარცხებს და თვითონ არ ირღვევა
მინახავს ისეთი უქონელნი, რომლებიც სულით ღატაკებთან თანაცხოვრებით სულიერად გამდიდრდნენ და საკუთარი უქონლობა არად შერაცხეს
ვინც საკუთარი თავი შეიცნო, თავის შესაძლებლობაზე აღმატებულ საქმეს არასოდეს შეეჭიდება და მას ამ სანატრელ გზაზე შეუდგამს ფეხი
დააკვირდი და ნახავ, რომ უკეთური პატივმოყვარეობა საფლავის კარამდე შესამოსლებით შემკული მოგყვება ყველგან, ყოველგვარ საქმეში
თუკი ყოველმხრიმ სიმშვიდესა და ურისხველობას შეიმოსავ, გონების წარტაცებისაგან გათავისუფლება დიდ შრომას აღარ მოითხოვს შენგან
იმედი განდევნის მრისხანებას, რადგანაც "სასოებასა არასადა რცხვენის, ხოლო გულისწყრომა საქმე არს სირცხვილისა". - ამბობს სოლომონი
სიწმიდემ და სიყვარულმა საყვარელი მოწაფე ღვთისმეტყველად აქცია, რომელმაც თავისი სიტყვით დაამოწმა ყოვლადწმიდა სამების დოგმატი
მზაკვარი კაცი ეშმაკის მოყვასი და მეგობარია, უფალი გვასწავლის, რომ ამისთანების შესახებ ვთქვათ: "გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან" (მათ. 6,13)