სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი დაცემა, გამონათქვამები, ციტატები
ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს...
იხილეთ სრულად
ღვთაებრივი სიყვარული, სულიწმიდის მადლით, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, ჩვენს გულებში ისე იღვრება. მირონცხების საიდუმლოს აღსრულების ჟამს, სულიწმიდა ჩვენს გულებს სიყვარულით აღავსებს. ჩვენ თანდათან უგულვებელვყოფთ ამ სიყვარულს, შემცოდენი უფალს განვეშორებით და სულიერ უძლურებაში ვვარდებით. სულიწმიდა, რომელსაც შელახულ ჭურჭელში დარჩენა არ ძალუძს, ჩვენს გულს განეშორება და როდესაც იგი გვტოვებს, ჩვენ სიხარულსა და სიმტკიცეს, მშვიდობასა და სიმხნევეს ვ...
link
ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეც...
იხილეთ სრულად
ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით", რადგან "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ. 4,6).
link
ამპარტავნებაში მყოფს ღმერთი არ ეხმარება ვნებების მოკვეთაში – უმეტესად რომ არ გამედიდურდეს. როცა იგი თავის თავს შეიძაგებს მუდამდღე დაცემით, შეიცნობს საკუთარ უძლურებას და დამდაბლდება, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მას ღვთიური მადლით, და...
იხილეთ სრულად
ამპარტავნებაში მყოფს ღმერთი არ ეხმარება ვნებების მოკვეთაში – უმეტესად რომ არ გამედიდურდეს. როცა იგი თავის თავს შეიძაგებს მუდამდღე დაცემით, შეიცნობს საკუთარ უძლურებას და დამდაბლდება, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მას ღვთიური მადლით, და მაშინღა იწყებს იგი მისი შემწეობით სულიერი კიბის საფეხურზე ზეასვლას.
link
როცა საკუთარ თავს სულიერად მომაკვდავს დავინახავთ, ხოლო გულს გაყინულს, საჭიროა რომელიმე მოღვაწის მონახულება, რომ გამოვცოცხლდეთ; ასევე – ვინმე ავადმყოფის, რომ ჩვენს გულს თანაგრძნობა ვაიძულოთ, დავეხმაროთ სიყვარულით, გავთბეთ მისი წყალ...
იხილეთ სრულად
როცა საკუთარ თავს სულიერად მომაკვდავს დავინახავთ, ხოლო გულს გაყინულს, საჭიროა რომელიმე მოღვაწის მონახულება, რომ გამოვცოცხლდეთ; ასევე – ვინმე ავადმყოფის, რომ ჩვენს გულს თანაგრძნობა ვაიძულოთ, დავეხმაროთ სიყვარულით, გავთბეთ მისი წყალობით და გავლღვეთ.
link
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და დამრეც ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ...
იხილეთ სრულად
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და დამრეც ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ იღებენ სარგებელს, რადგან ამ სათნოებებს თავიანთ ენაზე თარგმნიან თავიანთი მზაკვრული ლექსიკონით. ამის გამო გონება კაცისმკვლელის სიბნელით ებინდებათ და სულიერად აზიანებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც;
link
ცოდვით დაცემის შემდეგ სული მეტად შეიცვალა, ვიდრე სხეული, მაგრამ მასში დარჩა ხატება და მსგავსება ღვთისა. ადამიანს ღვთის მადლის შემწეობით თავისი საშინელი მდგომარეობიდან - დემონის მსგავსებიდან გამოსვლისა და სულში ღვთისათვის ადგილის მ...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის შემდეგ სული მეტად შეიცვალა, ვიდრე სხეული, მაგრამ მასში დარჩა ხატება და მსგავსება ღვთისა. ადამიანს ღვთის მადლის შემწეობით თავისი საშინელი მდგომარეობიდან - დემონის მსგავსებიდან გამოსვლისა და სულში ღვთისათვის ადგილის მიჩენის შესაძლებლობა დარჩა, რათა უფალმა მის მაგივრად სძლიოს ცოდვას. ქრისტიანებს უყვართ ადამიანი, როგორც ხატი ღვთისა.
link
ნუ შეძრწუნდები, თუნდაც ყოველდღიურად ეცემოდე და ღვთის გზას ზურგს ნუ შეაქცევ, არამედ მამაცურად იდექი და შენი მფარველი ანგელოზი შენს ამ მოთმინებას უეჭველად დააფასებს.
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით,...
იხილეთ სრულად
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით, მაშინ პირველ ყოვლისა ამ ეშმაკის წინააღმდეგ უნდა შევიჭურვოთ; რადგან იგი ლოცვის დროს წარმოსდგება ჩვენს გვერდით და ღვთისადმი ჩვენი ძველი კადნიერების გახსენებით ცდილობს ლოცვას მოგვწყვიტოს.
link
სულიერ კანონთა დარღვევით იტანჯებიან თავად დამრღვევნი
თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ. თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება.