წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს
იცოდეთ, ძმებო, თუ საკუთარ თავს გავჩხრეკთ, ვნახავთ, რომ პირველ მამათა კვალს კი არ მივდევთ, არც მონაზვნობის აღთქმას ვასრულებთ ჯერისამებრ, არამედ, თუ კარგად დავაკვირდბით, ჯერაც ქვეყნიერი ვნებებით ვართ შეპყრობილნი
სხვაა იმ ლოცვის სიხარული, რომელიც მორჩილებაში მყოფთ ეძლევათ; სხვა - რომელიც დაყუდებულებს აქვთ; პირველ შემთხვევაში შეიძლება, ის გარკვეულწილად ამპარტავნებასთან იყოს შერწყმული; მეორე კი სრულიად სიმდაბლითაა აღსავსე
ყოველგვარი ეშმაკეული ბრძოლა სამი უმთავრესი მიზეზიდან გამომდინარეობს: ან - საკუთარი დაუდევრობიდან, ან - ამპარტავნებიდან, ან - ეშმაკის შურისაგან. პირველი საწყალობელია, მეორე - უბადრუკი, ხოლო მესამე - სამგზის სანატრელი
ვინც ამპარტავნების ბორკილითაა შეკრული, მისთვის ღვთის მიმართ ვედრება და ტირილია საჭირო, რათა ამ საშინელ წყვდიადს გადაურჩნენ, რადგან ამგვართათვის ადამიანური შეწევნა უსარგებლოა, თუკი თვით უფალი არ გამოუჩნდა შემწედ
ერთი საქმეა თავმაღლობა, მეორე - თავაუმაღლებლობა, მესამე - სიმდაბლე; რადგან პირველი მათგანი განიკითხავს სხვებს, მეორე - არავის განიკითხავს, მაგრამ არც საკუთარ თავს განსჯის, მესამე კი - უდანაშაულო, გამუდმებით ისჯის თავს
არც ხორციელი და არც სულიერი წყობა ყველასი ერთნაირი არ არის; ზოგისათვის უფრო მეტად სწრაფი ფსალმუნებაა შესაფერისი, სხვისთვის კი შენელებული; რადგან პირველნი გაურბიან გონების დატყვევებას, მეორენი კი უმეცრებას ებრძვიან
მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა, ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა - ძილში
საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც "რაი სარგებელ ეყოს კაცსა", რომელმაც "სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათ. 16, 26)... იხილეთ სრულად