წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
კარგი ცხენი სიარულისა და გახურების შემდეგ უკეთესად დარბის; სირბილში ლოცვის საგალობლებს ვგულისხმობ, ხოლო ცხენში - მხნე გონებას. ასეთები შორიდანვე შეიცნობენ ბრძოლის მოახლოებას, ემზადებიან და ამის გამო თითქმის უძლეველნი არიან
ხშირად თუ რაიმე სათნოება გაგვაჩნია, ღმერთი გვიმალავს მას, რათა სიმდაბლე შევიძინოთ; რადგან, ვინც გვაქებს და უფრო მეტად - ვინც ქებით გვაცდუნებს, ჩვენს სიმდიდრეზე გვიხელს თვალს, ხოლო ეს სიმდიდრე დანახვისთანავე იღუპება და უჩინარდება
არსებობს უფლის სიტყვა, რომელიც წერილშია ნათქვამი: "ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ!" (1 მეფ. 2,30); და არსებობს სიტყვები, რომლებიც ეშმაკის მზაკვრობიდან მოდის, რადგან ნათქვამია: "ვაი თქვენდა, რამეთუ კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი" ... იხილეთ სრულად
ყურად იღე და შეისმინე ნათქვამი: - ფართო არს გზა იგი მუცლისა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად სიძვითა და მრავალნი ვლენან მას ზედა. იწრო არს ბჭე და საჭირველ გზა, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპო... იხილეთ სრულად
საყვარელნო, ვისაც ზეციური სიკეთის მიმართ აქვს სწრაფვა, ზეციურ დიდებას იხილავს, რადგან ვისაც მისი დიდების გემო უგემია, ყოველგვარ ქვეყნიურ დიდებას შეურაცხყოფს; მიკვირს: პირველი თუ არ განუცდია ვინმეს, მან მეორის უარყოფა როგორ შეძლო?
სიყვარული ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცთათვისაა შესაძლებელი და მისაწვდომი; გარეგნულ ქმედებაში ის სულის კეთილ სიმთვრალედ ვლინდება; ხოლო ბუნებით სარწმუნოების წყაროა, მრავლისმოთმინების უფსკრული და ზღვა სიმდაბლისა
ყველას, ვისაც სურს, უფალი მოიპოვოს, გულწრფელად და უბრალოდ, მარტივი და წმიდა გულით უნდა მიმართოს მას: რაკი იგი მარტივი და ბოროტების არმქონეა, მარტივ და უმანკო სულებს ეძიებს, რადგან სიმარტივე და უბრალოება სიმდაბლის გარეშე არ არსებობ... იხილეთ სრულად
ვინც თავისი შრომის საფასურად ღვთისგან საჩუქარს ითხოვს, მას უნაყოფო და სუსტი საძირკველი ჩაუყრია. ხოლო, ვისაც საკუთარი თავი ჭირისა და მრავალი შრომისათვის გადაუდვია, იგი მოულოდნელად და წინასწარი უწყების გარეშე დიდ სიმდიდრეს მიიღებს
ხშირად პატივმოყვარენი ისეთ რამეს ითხოვენ ღვთისგან, რისი მიღებაც მართლაც სიკეთის მომტანია, ამიტომ უფალი წინ უსწრებს და მანამდე აძლევს მათ, ვიდრე ითხოვდნენ, რათა ის ლოცვით არ მოიპოვონ და მათი პატივმოყვარეობა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს
როდესაც ეშმაკი თავის მსახურთა შორის ადგილს დაიმკვიდრებს, ძილში გამოეცხადება მათ, ან მღვიძარეთაც - ანგელოზის ან მოწამეთა სახით, დაფარულს ამცნობს და თითქოსდა მადლს მიანიჭებს, რათა შეაცდინოს ეს უბადრუკნი და სრულიად დააკარგინოს გონება