ვისაც გმობის ეშმაკი სტანჯავს, უნდა იცოდეს, რომ ამგვარი ფიქრების მიზეზი მისი სული კი არ არის, არამედ - უწმინდური ეშმაკი, რომელიც უფალს ეუბნებოდა: "ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე" (მათ. 4,9); ამიტომ ჩვენც არ...
იხილეთ სრულად
ვისაც გმობის ეშმაკი სტანჯავს, უნდა იცოდეს, რომ ამგვარი ფიქრების მიზეზი მისი სული კი არ არის, არამედ - უწმინდური ეშმაკი, რომელიც უფალს ეუბნებოდა: "ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე" (მათ. 4,9); ამიტომ ჩვენც არად ჩავაგდოთ იგი და მის სიტყვებსაც გულისყურით ნუ მოვექცევით, არამედ ვუთხრათ: "წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე" (მათ. 4,10) და "სალმობა შენი და...
სხვა საქმეა გულის შემუსვრილება; სხვა - საკუთარი თავის შეცნობა; სულ სხვა - სიმდაბლე. გულის შემუსვრილებას ცოდვით დაცემა წარმოშობს, რადგან ვინც დაეცემა, იგი იმუსრავს გულს და ლოცვაზე საქები კადნიერებით დგას, იმედის კვერთხს ეყრდნო...
იხილეთ სრულად
სხვა საქმეა გულის შემუსვრილება; სხვა - საკუთარი თავის შეცნობა; სულ სხვა - სიმდაბლე.გულის შემუსვრილებას ცოდვით დაცემა წარმოშობს, რადგან ვინც დაეცემა, იგი იმუსრავს გულს და ლოცვაზე საქები კადნიერებით დგას, იმედის კვერთხს ეყრდნობა და სასოწარკვეთილების ძაღლს განდევნის.საკუთარი თავის შეცნობა არის საკუთარი სულიერი მდგომარეობისა და სიმაღლის ზუსტი ცოდნა და დაუვიწყებლად ხსოვნა და ძიება ყველა უმნიშვნელო ცოდვისაც კი.სიმდაბლე ქრისტეს უხილავი მოძღვრებაა, რომელ...
"დასასრული სოფლისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა მორწმუნისა" (რომ. 10,4); ხოლო ყოველგვარი უწმინდური ვნების მწვერვალი არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თ...
იხილეთ სრულად
"დასასრული სოფლისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა მორწმუნისა" (რომ. 10,4); ხოლო ყოველგვარი უწმინდური ვნების მწვერვალი არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თავის მეუღლეს ყოველგვარი სასიკვდილო შხამისაგან; რადგან არასოდეს ყოფილა, რომ მასში თვალთმაქცობის ამ ბოროტ გველს თავი გამოეჩინოს და ნეტარ სიმდაბლეს მაშინათვე არ შეერცხვინოს და მოეკლას იგი. მას ვერასოდეს შეეწყვილება სიძულვილ...
ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ გა...
იხილეთ სრულად
ნუ დავაყოვნებთ და თუ საჭიროა, ამ სიტყვაში ავხსნათ ამ მამაც მხედართა ბრძოლის სახენი: თუ როგორ უპყრიათ მათ ღვთისა და მოძღვრის მიმართ ფარი სარწმუნოებისა და მისი საშუალებით იგერიებენ ურწმუნოებისა და სხვა ადგილას გადასახლების ყოველ განზრახვას; სულიერი მახვილის აღმართვისას ყოველთვის საკუთარ ნებას აკვდინებენ, როგორც კი მის მოახლოებას შენიშნავენ და მოთმინებისა და მოკრძალების რკინის აბჯრით შემოსილნი ყოველგვარი შეურაცხყოფის მომწყვლელ ისრებს თავიდან იცდენე...
როდესაც კაცი ყველანაირად ღვთის სიყვარულს შეუერთდება, მაშინ მისი სულის ბრწყინვალებას გარეგნული სახეც გამოაჩენს, რადგანაც სწორედ ასე განდიდდა მოსე ღვთისმხილველი; ხოლო მას, ვინც ამ ანგელოზებრივ მდგომარეობამდეა მისული, ხშირად საჭმელიც...
იხილეთ სრულად
როდესაც კაცი ყველანაირად ღვთის სიყვარულს შეუერთდება, მაშინ მისი სულის ბრწყინვალებას გარეგნული სახეც გამოაჩენს, რადგანაც სწორედ ასე განდიდდა მოსე ღვთისმხილველი; ხოლო მას, ვინც ამ ანგელოზებრივ მდგომარეობამდეა მისული, ხშირად საჭმელიც კი ავიწყდება; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ხშირად ბოროტი სურვილებიც კი ავიწყებს კაცს საჭმელს.ვფიქრობ, რომ ვინც ამ უხრენელ მდგომარეობამდე მივიდა, აღარც მისი ხორცი განიცდის ჩვეულებრივ ტკივილს, რადგან მასში სნეულების მიზე...
ერთ მონაზონს, რომელსაც ამ წმიდა სათნოების შეძენა სურდა, ეშმაკები მიეძალნენ და მის გულში თავის ქება ჩანერგეს. ამ ნეტარმე კი, კეთილი საშუალება მონახა მის დასაძლევად: თავისი სენაკის კეთელზე მან ჩამოწერა დიდი და მაღალი სათნოებების სახ...
იხილეთ სრულად
ერთ მონაზონს, რომელსაც ამ წმიდა სათნოების შეძენა სურდა, ეშმაკები მიეძალნენ და მის გულში თავის ქება ჩანერგეს. ამ ნეტარმე კი, კეთილი საშუალება მონახა მის დასაძლევად: თავისი სენაკის კეთელზე მან ჩამოწერა დიდი და მაღალი სათნოებების სახელები, როგორიცაა სრული სიყვარული, ანგელოზებრივი სიმდაბლე, წმიდა ლოცვა, გამოუთქმელი სიწმიდე და სხვა ამის მსგავსნი. როდესაც აზრები ქებას დაუწყებდნენ მას, იტყოდა: ვიჩქარო სამხილებელში მისვლა! მივიდოდა, სათნოებათა სახელებს წ...
იყო ერთი გულმოდგინე მონაზონი, რომელსაც ეს ეშმაკი ოცი წლის მანძილზე ებრძოდა: ხორცი მარხვითა და მღვიძარებით დააჭკნო, მაგრამ ნუგეში ვერ ჰპოვა; მაშინ დაწერა ყველაფერი და ნაწერი ერთ წმიდა ბევრ მიართვა, თვითონ ფეხებში ჩაუვარდა და თავის ...
იხილეთ სრულად
იყო ერთი გულმოდგინე მონაზონი, რომელსაც ეს ეშმაკი ოცი წლის მანძილზე ებრძოდა: ხორცი მარხვითა და მღვიძარებით დააჭკნო, მაგრამ ნუგეში ვერ ჰპოვა; მაშინ დაწერა ყველაფერი და ნაწერი ერთ წმიდა ბევრ მიართვა, თვითონ ფეხებში ჩაუვარდა და თავის მაღლა აღებას ვერ ბედავდა; როდესაც ბერმა ყველაფერი წაიკითხა, გაიღიმა, ძმა ფეხზე წამოაყენა და უთხრა: შვილო, ხელი მხარზე დამადე. როდესაც ძმა ასე მოიქცა, ბერმა კვლავ უთხრა: ჩემზე იყოს, ძმაო, ეს ცოდვა, რაც ამდენი ხანი შენთან ...
ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთებაა ბუნებით; ხოლო - საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა...
იხილეთ სრულად
ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთებაა ბუნებით; ხოლო - საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა შემმუსვრელი; ანგელოზთა საქმე და უხორცო ძალთა საკვები; საუკუნო ცხოვრების სიხარული; დაუსრულებელი საქმე და ყოველგვარ სათნოებათა წყარო; მადლის წინამძღვარი; უხილავი წარმატება; სულის საკვები; გონების სინათლე; სასოწარკვეთილები...
ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავის...
იხილეთ სრულად
ჰოი თქვენ, ვინც ამ სულიერი ტანჯვის ასპარეზზე აპირებთ გასვლას, თქვენ, ვისაც ქრისტეს უღლის ტვირთვა გსურთ, თქვენ, ვისაც გინდათ, რომ ამიერიდან თქვენი უღელი სხვის ქედზე გადადოთ, ნებსით მონობას ესწრაფით, რათა მის ნაცვლად ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოთ. თქვენ, ვინც ამ უდიდესი მორევის გადაცურვას სხვათა ხელზე დაყრდნობით ცდილობთ, იცოდეთ, რომ თქვენ მოკლე, მაგრამ უმკაცრეს გზას იგემებთ, რომელზედაც არსებობს მხოლოდ ერთი საცდური. მას თვითნებობა ეწოდება. ვინც სრუ...
შევუდგეთ, ძმებო, გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: "აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა" (ეს. 2,3). მასთან, ვინც "განამტკიცნა ფ...
იხილეთ სრულად
შევუდგეთ, ძმებო, გულმოდგინედ შევუდგეთ ამ კიბის საფეხურებს, გულში ზეაღსვლის სურვილი დავინერგოთ და ვუსმინოთ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: "აღვიდეთ მთასა უფლისასა და სახლსა ღვთისა ჩუენისასა" (ეს. 2,3). მასთან, ვინც "განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე" (ფს. 17,33). გევედრებით, მისკენ ვისწრაფოთ, ვინც იტყვის:ისწრაფოდეთ "ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად ს...